20:32 11-01-2025
ბუდუს კარგი დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ შვიდი წაგების შემდეგ გაიმარჯვა [VIDEO]
AutoSharing Option
ბუნდესლიგაში „კარლსრუედან“ ჰაიდენჰაიმში“ ახლახან გადასული ბუდუ ზივზივაძის დებიუტი შედგა, რომელიც მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
თავიდან სტუმრები უპირტესობას ფლობდნენ, მასპინძლებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს და ახალწვეულმა ფრანს კრეტციგმა დააწინაურა. შემდეგ ზივზივაძემ ომარ ტრაორეს პასი გაუკეთა, რომელიც ტომ როტემ წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა.
მეორე ტაიმში „ჰაიდენჰაიმი“ ბევრს უტევდა, ბუდუმ სამჯერ სცადა გატანა - ჯერ გატანა მეკარე ალეკსანდრ შვოლოვმა არ დაანება, მერე მისი დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა, 83-ე წუთზე კი ქართველის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე ადრიან ბეკმა ყველას დაასწრო, 2:0 და „ჰაიდენჰაიმმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ შვიდი წაგების შემდეგ გაიმარჯვა.
ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუეთესო შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.6, whoscored 7.4, sofascore 7.3.
„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 15 იანვარს ბრემენში „ვერდერთან“ გამართავს.
ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - უნიონი 2:0
გოლები: 1:0 კრეტციგი (17), 2:0 ბეკი (83)
გაძევება: როტე (37, უნიონი)
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ჰაიდენჰაიმის მაგარი მწვრთნელი ჰყავს,ეს გუნდი მეორე ლიგიდან ამოიყვანა და რა რესურსიც აქვს კარგად ათამაშებს,ევროთასების გუნდია,რა გასავარდნი.
ბუდუს აყვანა კიდე სწორ მენეჯმენტზე მიუთითებს.