რვაჯერ უფრო მაღალი ხელფასი პსჟ-ში - ფედელემ "ნაპოლის" "კვარასადმი" უსამართლო დამოკიდებულებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას საერთო ჯგუფთან ერთად ერთი კვირაა არ უვარჯიშია და „ვერონასთან“ მატჩში განაცხადშიც არ იქნება. ნეაპოლური გამოცემები წერენ, რომ ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ „ნაპოლიდან“ წასვლისას ალანსა და ვიქტორ ოსიმენს, რომლებიც ტრავმების მომიზეზებით თამაშს თავს არიდებდნენ. Sky Sport-ის ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ განაცხადა, რომ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს არ უნდა გუნდში უმოტივაციო და უკმაყოფილო ფეხბურთელი, სურს მალე წავიდეს და მისი არყოფნა ახლა ყველასთვის უკეთესია.

Il Mattino-ს მტკიცებით, ხვიჩას და პსჟ-ს შორის წინასწარი შეთანხმება მიღწეულია, კონტრაქტს 2029 წლამდე გაუფორმებენ, მისი წლიური
ხელფასი 10 მილიონი იქნება, რაც ამჟამინდელ გასამრჯელოზე თითქმის რვაჯერ მეტია და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. კლუბებს შორის კი საბოლოო მოლაპარაკება მომავალ კვირაში გაიმართება, როდესაც „ნაპოლის“ მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი ლოს-ანჯელესიდან დაბრუნდება.

საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „კვარასგან“ განსხვავებით რამდენიმე ფეხბურთელს ხელფასი მოუმატეს, ქართველის მიმართ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება გაუგებარია და განშორების მიზეზი სწორედ ესაა.

alt"იქ გადავა, სადაც..." - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 15 /
ფეხბურთელი, რომელშიც არის გადახდილი 90-100 მილიონი და აქვს ხელფასი 10 მილიონი ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება ფეხბურთელებთან,მწვრთნელებთან,მსაჯებთან და საერთოდ მსოფლიოში.ნაპოლი ერთ დიდ ჭაობად იქცა,როგორც კი კონტე დატოვებს გუნდს მისგან აღარაფერი დარჩება.
სვანსკი
13 იანვარი 2025 10:47
0
სადაც თამაში გიხაროდეს ყოველთვის იქ გეთამაშოს! მჯერა იფრენს მოედანზე ისე როგორც არასდროს არავის მოუნდომებია!
წინ ხვიიჩა
12 იანვარი 2025 22:39
0
პსჟ რანაირადაა საშუალო დონის გუნდი ხალხო მაოცებთ რა..... დუღს და გადმოდის ჩვენთან ქვეყანა...
ავჭალიდან
12 იანვარი 2025 02:46
2
შენ გენაცვალე ხვიჩა ბიძიკო, ალალი იყოს ეგ ხელფასი შენზე. გაიხარე და გაგვახარე ჩვენც
ვახტანგი
12 იანვარი 2025 00:03
0
ნაპოლის ხელმძღვანელობა არის წუწურაქი ხალხი ეგ გასაგებია,მაგრამ პესეჟეში როგორ უნდა გადახვიდე ხვიჩა, თან 5 წლით?! ერთი საშუალო დონის გუნდია ევროპაში.. იტალიაში ასეთი ფურორის მერე საფრანგეთში წახვიდე და ბრესტს და ანჟეს ეთამაშო. დიდი ხელფასი კარგია,მაგრამ ვნახეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ რა დაემართათ ვინც მაგ გუნდში გადავიდა იმათ! პსჟ-ს ისევ ნაპოლიში დარჩე ჯობია...
gulshematkivari0703
11 იანვარი 2025 22:36
23
ვითომ რატომ არა? მეორე სკუდეტოს მოგება ხვიჩასთვის ცუდია? ცოტა იაზროვნე ))
ra napoli s
12 იანვარი 2025 20:51
0
არ დააფასეს ამ ნაპოლიში და ან რატომ უნდა დარჩეს ან როგორ უნდა ითამაშოს და იქნებ კიდე სკუდეტო მოაგებინოს არა?? )))
რა ნაპოლი
12 იანვარი 2025 01:21
1
კონტე ახალი გუნდის აწყობას კვარას ირგვლივ აპირებდა, მაგრამ ეს კვარამ ვერ დაინახა, რადგან ასე არ მოხდა. ისედაც უნამუსოდ ექცეოდნენ, რათქმაუნდა უნდა წავიდეს და ნორმალური კონტრაქტი ც გააფორმოს. მეტი მოტივაციით უკეთ ითამაშებს.
დავით
11 იანვარი 2025 22:28
0
კვარა არის სუპერვარსკვლავი!! დიდი ფეხბურთელი ახლაც არის და ძალიან მალე უდიდესი ფეხბურთელი გახდება!!!
Pepelu
11 იანვარი 2025 21:40
2
ბიჭო, რა დონის უნამუსო ნაბ^*#ი უნდა იყო, 10 მილიონად კაცო მოიუვანო, სერია ა მოიგო, ამდენი ათწლეულის მერე, ყცელაფერი ინდივიდუაკური მოიგოს, კაპიკებს უხდიდე და 1% არ უნმატებდე, 9 კერ ძვირად ყიდიდე და ესეთი დამოკოდებილება?!!! წადი კვარა, მაგ უნამუსოებუსგან! კონტეც არ არ ყოფილა კაი კაცი, ეგრევე ვიღაც ნერეშზე გააბა აწცენტი!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
11 იანვარი 2025 21:03
1
უნამუსო ღორი აურელიო!!!?
წარმატებები კვარას
გიგი
11 იანვარი 2025 19:56
1
Sagol fedel!!!!!
L.J .
11 იანვარი 2025 19:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული