„ვერონასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს გუნდის დატოვება უნდოდა, მათ შეხვდა და დარჩენაში დაარწმუნა, თუმცა ახლა ქართველმა მაინც წასვლა გადაწყვიტა:
„კვარას“ პირადად ვესაუბრე, მან დამიდასტურა, რომ წასვლა სურს, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. 6 თვე მასთან ბევრი ვიმუშავე, ვუთხარი, რომ რაღაც კარგის გაკეთება შეგვეძლო. მან კონტრაქტის განახლება არ ისურვა. შესაძლოა, თანამშრომლობის გახანგრძლივების საკითხში მხარეებთან საკმარისად ვერ ვიმუშავე. ახლა იმ მდგომარეობაში ვიმყოფები, როდესაც ნაბიჯი უკან უნდა გადავდგა. არ შემიძლია ჯაჭვით
ის დავაბა, ვისაც აქ ყოფნა არ სურს. 6 თვე ვცდილობდი დამერწმუნებინა დარჩენილიყო. მივხვდი, ეს მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილი იყო. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვკარგავთ“.
რვაჯერ უფრო მაღალი ხელფასი პსჟ-ში - ფედელემ "ნაპოლის" "კვარასადმი" უსამართლო დამოკიდებულებაზე ისაუბრა
რა არის ჯუღელისთვის მნიშვნელოვანი? "მანჩესტერისა" და პსჟ-ს უპირატესობები... - ნუკრი რევიშვილი აქტუალურ თემაზე
ვიდეო
https://x.com/thisisanfield/status/1877659981090083032
ერთი მაგათიც.
და ისე რომ მიეცა სასურველი კონტრაქტი-სასურველი ხელფასით და გამოსასყიდით,მაინც ჟანგიანი გუნდია ნაპოლი.
გაგრძელდებოდა კვარაზე 3 მცველი და წინ რუმბივით გასიებული ლუკაკუ.
1-0 მოგება და კონეტე-გენიოს,პრატმატისტ,სიმეონე2.
ნაპოლი ისეთი გუნდი გახდა კვარას გამოც ვერ ვუყურებ უკვე.
მოურინიოს რომაზე ვამბობდი, ნუთუ რომას გულშემატკივრებს მოსწონთ, რასაც მათი გუნდი თამაშობს თქო და აგერ, ნაპოლი გახდა ეგეთი.
დაემშვიდობე 2025წ სკუდეტოს!!!
ნაპოლის ოსიმხენთან და კვარასთან ჩატარებული უჩათლახესი ქცევა წინ დახვდება!!!
ცოტა ხანში დავრწმუნდებით ყველა.
ხვიჩდე რომ 33 წელი საოცნებო ჰქონდა სკუდეტო ნაპოლის, მივიდა და რომ ეგრევე მოაგებინა და თან იმ სეზონის საუკეთესო მოთამაშე და ჩემპ. ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ასეთ ფანტაზიასტას 2 წელი სერია A-ს მინიმალურ ხელფასზე ათამაშებდ, ჟმოტავდა ლურენტისი და 2 წელი ლაპარაკში გაატარა მოგიმატებო და მე-19 მაჩვენებელი ჰქონდა ხელფასის ოდენობით ნაპოლიში წამყვან ფეხბურთელს, ამაზე რატომ არაფერს ამბობს კონტე?
წადი ხვიჩა მაგ უმადურებისაგან სადაც შენს ფასს გაიგებენ იქ.
გადავა უფრო მაღალი დონის გუნდში, მხარში იგრძნობს თანატოლ თანაგუნდელებს და ამოაფრქვევს, გაგვაოცებს, გაგვახარებს!
მერე პსჟ დაემსგავსება რუბინს/ნაპოლის და ისევ მოუწევს უფრო ძლიერი გუნდის მოძებნა.
ბოლოს მაინც ბარსა/ რეალი/ ლივერია კვარას მარშრუტი !