"ასე როგორ შეიძლება?" - ცნობილმა ნეაპოლელმა შეფ-მზარეულმა კვარაცხელია გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილმა ნეაპოლელმა შეფ-მზარეულმა ერიკო პორციომ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. მოგეხსენებათ, "ნაპოლის" გარემარბი დიდი ალბათობით, მალე "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება.

პორციოს თქმით, "კვარამ" "პარტენოპეიდან" წასვლა მხოლოდ ფულის გამო მოითხოვა.

"ასე როგორ შეიძლება? ზოგადად მსგავსი რამ პირველად გავიგე, გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, სკუდეტოსთვის იბრძვის, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი კი იანვარში ტრანსფერს ითხოვს, ამის ნამდვილი მიზეზი ფულია.

რა თქმა უნდა, "კვარა" პატიმარი არ არის და უფლება აქვს სადაც თამაში სურს, იქ წავიდეს. თუმცა ასეთ დროს თანაგუნდელებზე, ქალაქზე და გულშემატკივრებზეც უნდა ვიფიქროთ.

კონტე ქართველის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია? ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ", - განაცხადა პორციომ.

შეგახსენებთ, პსჟ "ნაპოლის" ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 80 მილიონ ევროს გადაუხდის, ქართველს კი 4+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებს.

altკვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

altკვარაცხელიას პსჟ-სთან მომავალი კონტრაქტის დეტალები და ანაზღაურება ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 18 /
ახლა გახდა შუცვლელი ფეხბურთელი? დღევანდელი გაგებით მათხოვრულ ხელფასს, რომ უხდიდნენ მაშინ რატო არ აღშფოთთით?
რრრ
16:00 12-01-2025
2
სრული ორი წელია,ხვიჩა უსიტყვოდ ელოდა,რომ მის გარჯას და თავდადებას,კლუბი ღირსეულად დააფასებდა,დაუფასეს კი არა, მისი სიჩუმე სისუსტედ მიიჩნიეს კლუბში და როცა მისმა აგენტმა,კვარასათვის რომელიმე დიდ კლუბში ხვიჩას წასვლის პერსპექტივისათვის და მოტივაციის მიცემისათვის გამოსასყიდში, კონკრეტული რიცხვის ჩაწერა მოითხოვა,იქით მიაწვნენ.არც დაფასება!არც მადლიერება!არც პატივისცემა!...მორჩა!ნაპოლის გმირებს, ზელინსკის ხელფასის შემცირება მოსთხოვა,ოსიმენს ჯერ კიდევ შარშან აიძულეს გაშვება მოეთხოვა და ახლა ხვიჩაც აფეთქდა.ნეაპოლში ეტყობა ახლაც ჭარბად არის შემორჩენილი,მაფიოზური მენტალიტეტი,როცა ვინმეს ჩაიჭერენ კლანჭებში და ბოლომდე შეჭამენ,ან შეეცდებიან მაინც.ზელინსკიმ თავი დააღწია და ინტერში დიდებული ხელფასი აქვს,დაფასებათან ერთად,ოსიმენიც წავიდა,თუნდაც იჯარით და თურქეთში ხელის გულზე ატარებენ,უზარმაზარი ხელფასით.რჩება კვარა და დიდი იმედი მაქვს,გამართლდება ხმები მისი გაყიდვის შესახებ.ნეაპოლელებმა,დაე გუნდის ხელმძღვანელებს მოჰკითხონ,თუ რაიმე პრეტენზია აქვთ.კვარას მათი ვალი არა აქვს.
სოსო
15:08 12-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული