დავითაშვილმა დონარუმას გაუტანა - "სენტ-ეტიენი" პსჟ-სთან 1:2 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეჩვიდმეტე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე ლიდერ პსჟ-სთან 1:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც „რეიმსთან“ მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გამოჯანმრთელდა, მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და დებიუტში შეეძლო გატანა, მაგრამ დონარუმას კარს ოდნავ ააცილა ბურთი. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და დემბელემ დედაქალაქელები დააწინაურა. ცოტა ხანში მან პენალტით დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში დავითაშვილმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში შეამცირა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 16 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ის 87-ე წუთზე
რატომღაც შეცვალეს, ანგარიში კი არ შეიცვალა.

„სენტ-ეტიენი“ 16 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 19 იანვარს „ნანტს“ უმასპინძლებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - სენტ-ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 დემბელე (13), 2:0 დემბელე (23), 2:1 დავითაშვილი (64)

altდღეს - ზურიკო პსჟ-ს წინააღმდეგ და "ქოჩორას" მატჩი - ის, რასაც სამი წელია ვწერდით, სრულდება?!

მკითხველის კომენტარები / 4 /
გუშინ როგორც ვთქვი ისე დაჯდა, წააგეს, მაგრამ ზურიკოს გოლი ორ ბურთად ღირდა. აი, ხვიჩა მადარდებს ცოტათი. ძლიერი კონკურენტი ეყოლება პსჟ-ში, ზუსტად ლეაოს ტიპის და სტილისაა ეგ ბროკალო თუ ბროკოლაა. როგორც ელმასი დასვა სკამზე, ისე უნდა ითამაშოს ხვიჩამ, უნდა იფრინოს, ნაპოლიზე ბევრად ძლიერი გუნდია და არ უნდა გაუჭირდეს ჩვენს ჯილას. ლიგაზეც უნდა გაიბრწყინოს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
არ ვახარებთ დონარუმას!
10:09 13-01-2025
2
ალბათ შესაძლო ტრავმის მიღების ალბათობამ მწვრთნელთა შტაბი შეაფუცხუნა!
ლაშა
09:45 13-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული