ცნობილი გახდა, რა პირობებს სთავაზობდა "ნაპოლი" კვარაცხელიას გუნდში დასატოვებლად

AutoSharing Option
ჟურნალისტი არმანდო არენიელო იმ პირობებზე წერს, რასაც "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დარჩენის სანაცვლოდ სთავაზობდა.

მისი ცნობით, "პარტენოპეი" მზად იყო ქართველის ხელფასი 4 მილიონ ევრომდე გაეზარდა და ბონუსებით ეს თანხა 6 მილიონ ევროზე ავივოდა.

ამავე თემაზე წერს Corriere dello Sport და აღნიშნავს, რომ "ნაპოლი" ჩვენებურს 5-წლიან კონტრაქტსა და ყოველწლიურად მზარდ ხელფასს სთავაზობდა, რაც საბოლოოდ 6 მილიონზე მაღალ მაჩვენებელს დააფიქსირებდა. გარდა ამისა, კლუბი მზად იყო გამოსყიდვის პუნქტი 120-დან 75 მილიონ ევრომდე შეემცირებინა.

შეხსენებისთვის, L`Equipe-მა დაწერა, რომ კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე დღეს გადამწყვეტი მოლაპარაკება
უნდა შედგეს და შესაძლოა, უკვე ხუთშაბათს პარიზელებმა ქართველი წარადგინონ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
იმდენი ეკონომია გააკეთეს ამ ორ წელიწადში ეშმაკურად, რეალურად იმ დანაზოგით აპირებენ მომატებას, და ახლა გაიკეთონ 4 იც და 6 იც, რო დაეფასებინათ ეგ თანხა დიდი ხნის მიღებული ექნებოდა და თავსაც დაფასებულად იგრძნობდა
0
აქამდე გაცილებით მეტი იწერებოდა და ისიც სამარცხვინო იყო,ეს თუ სიმართლეა,მაშინ თვითონ ნეაპოლელებმა უნდა შეაფურთხონ პირში,დე ლაურენტისს!ეს შეთავაზება,უბრალოდ დაცინვა და შეურაცხყოფაა!
სოსო
14:17 13-01-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული