ფედელე: "კვარას" მონასავით მოექცნენ და რაღაც მოულოდნელი შეიძლება მოხდეს

AutoSharing Option
საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ქომაგია, ქართველის „ნაპოლიდან“ პსჟ-ში შესაძლო გადასვლის მიზეზების შესახებ რადიო Marte-სთან ისაუბრა:

„რას ვფიქრობ „კვარაზე“? ვთვლი, რომ მასთან დამოკიდებილებაში დიდი შეცდომა დაუშვეს, ამ ბიჭის დემონიზირებას ახდენენ, მაგრამ ობიექტურები არ ვართ. ის კლუბში ყველაზე უფრო დაუფასებელია. ასე საქმე არ კეთდება - სხვებს კონტრაქტები გაუუმჯობესეს, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არიან, ხვიჩას კი 1.3-მილიონიანი ხელფასი დაუტოვეს და გოლინიზე ნაკლები ანაზღაურება აქვს. ეს პატივისცემის გამოხატვის საკითხია, 100 ევროც რომ მოემატებინათ, კარგი ჟესტი იქნებოდა.

ძველი გასამრჯელოს დატოვებით ის
იმედგაცრუებული დატოვეს და დისკომფორტი შეუქმნეს, ფაქტიურად უთხრეს: „შენ ჩემი მონა ხარ“. თეორიულად შესაძლებელია კვარაცხელიას ფიფას მე-17 პუნქტით საზღვარგარეთულ კლუბში წასვლა, რომელიც ხელშეკრულების გაწყვეტას კომპენსაციის გადახდით ითვალისწინებს. მართლა უმადური რომ ყოფილიყო, „პარი სენ ჟერმენთან“ შეთანხმებით სწორედ ასე მოიქცეოდა. ამდენად მისი კრიკიკა დაუშვებელია.

ჩემი აზრით, ამ საკითხს ბოლომდე ვერ ჩავწვდით. სიურპრიზების მოლოდინში სიახლეებს ადევნეთ თვალი, ვინაიდან რაღაც მოულოდნელი შეიძლება მოხდეს“.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მოკლედ, თუ კი ვინმემ წვლილი შეიტანა ნაპოლის გაჩემპიონებაში ყველა ნაწყენი და მოძულებული გაუშვეს!
Vasili
10:23 14-01-2025
0
ლავრენტას ოსიმენი რატო აუჯანყდა?
იქნება ისიც მართალი იყო მაგასთან.
სპალეტი რო შეხვდა ცივად ისიც ხო ვნახეთ-ეტყობოდა რომ დიდად ნაწყენი გაუშვა.
ფედელე მაშინ შეგვძულდა ნაპოლი ჯერ კიდევ პიკში რომ იყო და მაგან ყვირილი დაიწყო საქმე ტ..კისკენ მიდისო.
ჩვენ ეგ არ დავიჯერეთ და ჩვენზე მეტი სცოდნია.
Levani
02:38 14-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული