Le Parisien: ლუის ენრიკეს უნდა კვარაცხელია 25 იანვარს ათამაშოს - "ნაპოლი" ქართველის შემცვლელის შეძენას ცდილობს

AutoSharing Option
„პარიზიენის“ ცნობით, „ნაპოლისა“ და პსჟ-ის შორის ნიცაში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები ფინიშის სწორზე გავიდა.

ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს, არ განიხილავს არავითარ იჯარას, ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვას და თანხის ტრანშებად დაფარვას, „პარი სენ ჟერმენი“ კი 65-75 მილიონის გადახდაზეა თანახმა.

გამოცემა იტყობინება, რომ ლაჟვარდოვან სანაპიროზე მხარეები დღეს თუ არა ხვალ მიაღწევენ შეთანხმებას, რაც მალე, მით უკეთესი, ეს განსაკუთრებით პარიზული გუნდისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს უნდა ქართველი უკვე 25 იანვარს „რეიმსთან“ ათამაშოს.

„ნაპოლის“ თანხა სასწრაფოდ ხვიჩას შემცვლელის, ალეხანდრო
გარნაჩოს შესაძენად სჭირდება და ჟურნალისტის, ალფრედო პედულას მტკიცებით, „მანჩესტერს“ 40 მილიონი პლუს ბონუსები შესთავაზა. „იუნაიტედს“ უნდა არგენტინელი 60 მილიონად გაყიდოს, თუმცა, სავარაუდოდ, ფასს დააკლებს.

alt ფედელე: "კვარას" მონასავით მოექცნენ და რაღაც მოულოდნელი შეიძლება მოხდეს

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეჰ კარგი იქნებოდა მანჩესტერთან კვარას და გარნაჩოს გაცვლა მომხდარიყო...
papai
14 იანვარი 2025 11:35
9
რითი იქნებოდა კარგი კვარას მანჩესტერში გადასვლა?? პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის მანჩესტერი ამჟამად თან არის მაგარი არეული უკვე წლებია და ვერაფრით დალაგდა და რატო გინდა ქართველი ვარსკვლავის მაგ წყალწაღებული გუნდის ფორმით ხილვა?? 2-3 წელი და კვარა უკვე მზად იქნება პსჟ-დან რეალში გადასასვლელად და რატო უნდა დაეკარგა ეგ დრო არეულ გუნდში როცა შეუძლია პსჟ-ში ტიტულებიც მოიგოს კარგი ხელფასიც აიღოს და მაგარ ქვეყანაშიც იცხოვროს? რა ასაკისა ხარ პაპა ნამეტანი ადრე ხოარ გაგეპარა ჭკუა ტრაკში?? მანჩესტერიდან მისი აღზრდილი მანჩესტერში დაბადებულ გაზრდილი ფეხბურთელები გარბიან და შენ რატო უნდა მოგინდეს შენიანის მანდ გადასვლა? დაალაგონ სიტუაცია იქცნენ ისევ იმ გუნდად რაც ფერგის დროს იყო და მერე ვნახოთ,,კვარა პსჟ-ში მაქსიმუმ 26-27 წლამდე დარჩება და მერე გადავა იმ გრანდში რომელიც ყველაზე უკეთესს და მისი კარიერის ბოლო მსუყე კონტრაქტს გაუფორმებს რაც როგორც ნაპოლის 1,5მილიონი ხელფასის მქონეს გაუჭირდებოდა აი 11-მილიონიანი ხელფასის მქონე ფეხბურთელი სხვანაირად ჟღერს და კლუბებიც სხვანაირად უდგებიან ასეთი ფეხბურთელების ტრანსფერებს,,ალბათ მომავალი 2-3 წლის მანძილზე რეალიც მოაგვარებს ვინისიუსის გუნდიდან გაშვების თუ გაყიდვის საკითხს და კვარაც უკვე ბოლომდე მზად იქნება რეალში სათამაშოდ
gel-100
16 იანვარი 2025 20:11
0
მანიუს მწვრთნელმა გასაგებად თქვა რომ ეს გუნდი აღარ არის გრანდი დღეს ერთი ჩვეულებრივი გუნდი არისო... და მართლაც ასეა.. მანიუს მოხოდვა ადვილი არაა და კვარა არ ეყოფა მაგ გუნდის კრიზისიდან ამოყვანას. პსჟ ნორმალური გუნდია საფრანგეთში პირველი. და ევროპაში 5ეულში შედის ლიგის მოგების შანსი სულ აქვს ნაპოლს შანსიც არ აქვს
რონი
14 იანვარი 2025 12:04
0
ნაპოლის ფანებს არ გეწყინოთ, მაგრამ ღირსები არიან დაკარგონ პირველი ადგილი
.....
14 იანვარი 2025 10:18
4
სად ყავს ნაპოლის ფანები. ეგ ყველანი ხვიჩას ფანები არიან თორე ბევრმა ნაპოლი არც კი იცოდა
...
14 იანვარი 2025 13:20
0
შეთანხმდნენ! 70 მლნ პლუს ბონუსები, ხვალ ხელს მოაწერენ.
რომანომ დაწერა ეხლა
თემური
14 იანვარი 2025 02:20
0
გილოცავთ ახალ წელს ქართველებო,წარმატებები ხვიჩას,ანუ დღეს 14 ში გაოფიციალურდება? მალე მოშორდეს მაგ დაუფასებელ გუნდს,არ არიან ხვიჩას ღირსები
უბრალოდ ადამიანი
14 იანვარი 2025 09:55
1
იყიდე გაყიდე, ქარვასლაა რა.დდდდდდდდდდ
აღა-გევორქა
14 იანვარი 2025 01:42
3
25თში კი არა,22-ში იანვარში სურს ათამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტი-პაღი-სენტ-ჟეღმენი,
მანჩესტერი
14 იანვარი 2025 00:45
0

სიახლეები პოპულარული