la Repubblica: კვარაცხელიას და ოსიმენის ოქროს წყვილი მალე პარიზში აღდგება

AutoSharing Option
იტალიური „რეპუბლიკა“ ადასტურებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მალე პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება და კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც იცით, პარიზულმა კლუბმა ზაფხულში „ნაპოლის“ კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. გამოცემის მტკიცებით, ნიგერიელი ქართველის ახალ გუნდში შეიძლება ივლისში გადავიდეს და ოქროს წყვილი დიდი ალბათობით აღდგება. ამის შესახებ საფრანგეთში მიმდინარე „კვარას“ ტრანსფერზე მოლაპარაკებებზე იყო საუბარი.

აღნიშნულია, რომ ოსიმენის „პარი სენ ჟერმენში“ გადაბარგება სავსებით რეალურია, მაგრამ ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 200 მილიონის ნაცვლად 150 მილიონს დასჯერდება. თუმცა,
ორ ფეხბურთელში ამხელა თანხის მიღება ნეაპოლური კლუბისთვის სარეკორდო იქნება.

შეგახსენებთ, ვიქტორი ამჟამად იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს, რომლის რიგებში თურქეთის სუპერლიგის 13 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

altხვიჩას ახალი გუნდი სჭირდება, მაგრამ სჭირდება პსჟ-ს ქართველი? - შანსი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება

alt"სინამდვილეში კონტე ამ პროცესებით მოხარულია" - იტალიელი ჟურნალისტის მოულოდნელი ინფორმაცია

მკითხველის კომენტარები / 14 /
ლაურენტისის სიღარბეს საზღვარი არა აქვს, რამაც მას გუნდიც დააშლევინა და გვარიანი თანხაც დააკარგვინა. ოსიმენიც გააქციეს და კვარაც აიძულეს რომ წასულიყო. ეს დუეტი თუ მართლა აღსდგა პსჟ-ში, ისევ ლამაზ ფეხბურთს ვიხილავთ.
გულშემატკივარი
11:43 15-01-2025
0
ძალიან კარგი რომ ამ სოფლის გუნდს თავი დაახწია.

გუნდი რომელიც შუა სეზონში კარგავს ერთ ლიდერს
და მეორეს თურქეთში უშვებს იჯარით, არაფრის ღირსი არაა.
ოსიმენი არის ძალიან ძლიერი მოთამაშე და ფროვარდი
ენერგიული, მოძრავი და მოტივატორი.
სწრაფი, მაღალი. თავითაც თამაშობს.
ყველგან არის. პრესინგიც იცის.
მოკლედ ძალიან ზლიერია :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული