"ეკიპის" ცნობით, საფრანგეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე "ნაპოლიმ" და პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ხვალ დილით მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ და კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენს" 4.5-წლიანი ხელშეკრულებით დაუკავშირდება.
ხვიჩამ დღეს "ნაპოლის" ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა და პარიზში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ნებართვას ელის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ის დანიშნულების ადგილზე ოთხშაბათს გაემგზავრება და ამ კვირაში გახდება პსჟ-ის ფეხბურთელი.
საფეხბურთო ექსპერტი ჩირო ვენერატო იტყობინება, რომ პარიზული კლუბი ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 75 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.
კარგი რომ გვინდა ხალხს და გვსურდა
დიდი სახელი დაეტოვებინა მსოფლიო ფეხბურთში, იმიტომ არ ვიწონებთ პესეჟეში გადასვლას .
სამწუხაროდ, ეგ ოცნება ვეღარ აგვიხდება.
ჩემი პროგნოზები ფეხბურთთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ფეხბურთთან იშვიათად არ მართლდება.
ფეხბურთი ძალიან კარგად ვიცი და ბევრი ადამიანისგან განსხვავებით ასევე კარგად ვიცნობ სხვადასხვა გუნდების ისტორიებს და ამჟამინდელ მდგომარეობას.
პესეჟეში საფეხბურთო კარიერის გაკეთება არ ხდება, ფულის შოვნა კი ბატონო.
ასევე პესეჟედან თავის დაღწევა არ ხდება. შეიხის "მონა" ხდები ჩვეულებრივად.
იტალიის სერია A- ს ბევრი უყურებს მსოფლიოში, ხოლო ლიგა1 უმრავლესობას ცალ ფეხზე ჰკიდიათ.
რაც შეეხება გრანდებში გადასვლას ზაფხულამდე მოეცადა და არ გაეგრძელებინა კონტრაქტი და მოუწევდა იმ წუწურაქს ისეთ ფასში გაყიდვა, რომელსაც გადაიხდიდა გრანდი, თუნდაც იგივე ბარსელონა, რომელიც ბევრი ფეხბურთელის მოშორებას აპირებს და კვარას ყიდვა მოუნდებოდათ.
მომდევნო სეზონიდან დაიწყებთ აქ მაგ გუნდის გინებას და თავადვე დარწმუნდებით თუ როგორ დაუსვა წერტილი თავის კარიერას. "პერეგავორას" ხელით. ასეა თუ ისეა წუწურაქი რა აფერისტია ყველამ იცის არგუმენტი მასაც აქ 6 მილიონს სთავაზობდენ მთელი ნახევარი წელია მარა გაჯიუტდა და შუა სეზონიდან გაიქცა მითუმეტეს სეზონის ბოლოს მაინც გაიყიდებოდა. და სახელიც გაიფუჭა ნეაპოლელებში და გამოჩნდა როგორც ფულზე დახამებული მამიკოს ბიჭი რომელმაც გუნდი შუა გზაზე მიატოვა პირველივე შესაძლებლობის ოფერზე ესეც არგუმენტია თან სერიოზული მათ თვალში.