"კვარას" პსჟ-ში კოლო მუანი არ დახვდება

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, პსჟ-ის 26 წლის თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი იჯარით "იუვენტუსში" გადადის. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და დღეს გააფორმებენ კონტრაქტს.

პარიზული კლუბი ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტის შეტანას არ დათანხმდა. მან ამ სეზონში ლიგა 1-ის 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დღეს სამედიცინო შემოწმების გასავლელად პარიზში ხვიჩა კვარაცხელია ჩავა, რომელსაც "პარი სენ ჟერმენი" 75 მილიონ ევროდ შეიძენს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარას მე არ ვაჰეითებ მაგრამ
კარგი რომ გვინდა ხალხს და გვსურდა
დიდი სახელი დაეტოვებინა მსოფლიო ფეხბურთში, იმიტომ არ ვიწონებთ პესეჟეში გადასვლას .
სამწუხაროდ, ეგ ოცნება ვეღარ აგვიხდება.
ჩემი პროგნოზები ფეხბურთთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ფეხბურთთან იშვიათად არ მართლდება.
ფეხბურთი ძალიან კარგად ვიცი და ბევრი ადამიანისგან განსხვავებით ასევე კარგად ვიცნობ სხვადასხვა გუნდების ისტორიებს და ამჟამინდელ მდგომარეობას.
პესეჟეში საფეხბურთო კარიერის გაკეთება არ ხდება, ფულის შოვნა კი ბატონო.
ასევე პესეჟედან თავის დაღწევა არ ხდება. შეიხის "მონა" ხდები ჩვეულებრივად.
იტალიის სერია A- ს ბევრი უყურებს მსოფლიოში, ხოლო ლიგა1 უმრავლესობას ცალ ფეხზე ჰკიდიათ.
რაც შეეხება გრანდებში გადასვლას ზაფხულამდე მოეცადა და არ გაეგრძელებინა კონტრაქტი და მოუწევდა იმ წუწურაქს ისეთ ფასში გაყიდვა, რომელსაც გადაიხდიდა გრანდი, თუნდაც იგივე ბარსელონა, რომელიც ბევრი ფეხბურთელის მოშორებას აპირებს და კვარას ყიდვა მოუნდებოდათ.
მომდევნო სეზონიდან დაიწყებთ აქ მაგ გუნდის გინებას და თავადვე დარწმუნდებით თუ როგორ დაუსვა წერტილი თავის კარიერას. "პერეგავორას" ხელით. ასეა თუ ისეა წუწურაქი რა აფერისტია ყველამ იცის არგუმენტი მასაც აქ 6 მილიონს სთავაზობდენ მთელი ნახევარი წელია მარა გაჯიუტდა და შუა სეზონიდან გაიქცა მითუმეტეს სეზონის ბოლოს მაინც გაიყიდებოდა. და სახელიც გაიფუჭა ნეაპოლელებში ისე დატოვა გუნდი შუა გზაზე და გამოჩნდა როგორც ფულზე დახამებული უპრინციპო მამიკოს "ბიჭი"
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული