"მადლობა და ნახვამდის მაგიურო ხვიჩა, შენ ჩვენ გვატირე, ნეაპოლს ყოველთვის ეყვარები" - კვარაცხელიას იტალიაში ვრცელი ემოციური წერილი მიუძღვნეს

AutoSharing Option
calcionapoli24-ის დირექტორმა სალვიო პასსნატემ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლას ემოციური წერილი მიუძღვნა. მან ქართველის მიმართ კარგი სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ ის მუდამ ეყვარებათ. გთავაზობთ ნაწყვეტებს წერილიდან.

"როდესაც ამ წერილს ვწერ, თავს ძალიან მოწყენილად ვგრძნობ და ჩემი თვალები ანათებს. ვფიქრობ, მე მსოფლიოს მასშტაბით უამრავი "ნაპოლის" ფანის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ და ყველა მსგავს სიტუაციაშია.

ვწერ მთელი გულით, იმ გულით, რომელიც 77-ე ნომრის დანახვაზე მუდმივად ჩქარდებოდა და ახლა უკვე ლეგენდარული გახდა.

ძალიან აღშფოთებული ვარ იმით, რითაც ყველაფერი დასრულდა, რადგან ყველას გვინდოდა, რომ ჩვენი
მაისური რაც შეიძლება დიდი ხნით გეტარებინა. 

შემიძლია ვთქვა, რომ კლუბის სიმბოლო ასეთ ანაზღაურებას არ იმსახურებდა. ის ამ 3 წლის განმავლობაში მთელი გუნდის რიგებში ხელფასით მე-16 ადგილს იკავებდა და ახლა 18 თამაშის შემდეგ, როდესაც სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ, ის გვტოვებს. რა სირცხვილია!

მოდით, ვილაპარაკოთ ფეხბურთზე და იმ ემოციებზე, რომელიც შენ მოგვეცი. სერია A-ში მეტეორივით შემოიჭერი, კიმთან და ოსიმენთან ერთად ჩემპიონობისკენ წაგვიძეხი. ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, შენი გვარი როგორ წარმოგვეთქვა და ამაზე ვმეცადინეობდით.

პირველი გოლი სადებიუტო შეხვედრაში გასვლაზე "ვერონასთან" და "მონცას" წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი სახლში! არასდროს დაგვავიწყდება შენი დრიბლინგები, ასისტები და ფეხის ბრწყინვალე მოძრაობები. "იუვენტუსთან" სახლში 5:1 მოგებულ შეხვედრაში. "ატალანტას" ერთმანეთზე დაწყობილი მცველები, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, იტალიის ჩემპიონობა. ამაზე რამდენ ხანს ვოცნებობდით, მადლობა სკუდეტოსთვის!

შენ გაქვს გენია, მაგიური ტალანტი, სითავხედე, არაპროგნოზირებადი და ჯიუტი ხარ, გაქვს ტექნიკა, მოედანზე ნამდვილი ინტელიგენტი და თავდადებული ხარ. 

ხვიჩა, შენ პოსტ მარადონას ერის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, ვინც კი ჩვენს ქალაქში გვინახავს. შენ ორი ქვეყნის, საქართველოსა და იტალიელი ხალხი გააერთიანე.

შენ დაამარცხე იმ დროისთვის ევროპის ვიცე-ჩემპიონი "ლივერპული", ეს საღამო ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება, ეს იყო ყველაზე დიდებული პირველი ტაიმი, რომელიც კი ოდესმე მინახავს!

ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, 5 მოტყუებული მეტოქე! შენ გოლი გაგქონდა მარცხენა და მარჯვენა ფეხით, თავით, აკრობატულ ნახტომში, ნახევრად ფრენბურთის სტილში, ჯარიმიდან...

სახალისო აღნიშვნა, სტეფ კარის სტილი, კოცნა გერბზე... ეს ყოველივე ჩვენ ცრემლებს გვგვრიდა.

ახლა კი წადი, უკან არ მოიხედო! წადი რაც შეიძლება სწრაფად, მიდი შენი დანიშნულების ადგილას, ნეაპოლებებს მუდმივად გულში ეყოლები!

მოდი, ასე დავასრულოთ და ყოველთვის გვიყვარდეს ერთმანეთი.

ვისაც უყვარს, არასდროს ივიწყებს".
მკითხველის კომენტარები / 50 /
დიდი წარმატება შვილო გაიხარე და ჩვენც გაგვახარე
ბებო
17 იანვარი 2025 12:34
2
ჩემს წინა კომენტარს ვგულისხმობდი,რომელიც დამიბლოკეთ და არ გამომიქვეყნედ
ბექა
16 იანვარი 2025 17:26
0
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს?
ბექა
16 იანვარი 2025 09:07
0
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს?
ბექა
16 იანვარი 2025 08:28
0
ბოდიში, სახელი დავუმახინჯე შეცდომით ამ კარგა კაცს - ბრავო სალვიო!
პაატა
15 იანვარი 2025 20:29
1
ამიტომაა, რომ არ შეიძლება მთელი ერი უმადურად და უზნეოდ შერაცხო!ყველგანაა პატიოსანი, მადლიერი და მართალი ხალხი! ჩვენთან ნაკლებია მოღალატე, უზნეო და ყველაფრის მკადრებელი ხალხი?! ეს წერილი დაწერილია მადლიერი, ფეხბურთის ჭეშმარიტი მცოდნე გულშემატკივრის ემოციით,რომელიც ამ მადლიერებას ისე ლამაზად გამოხატავს ფეხბურთის და მარადონას მერე რომ არ უნახავთ იმ ფეხბურთელის მიმართ, რომ შეუძლებელია სიამაყით არ აივსო... ბრავო სლავი! ფორცა კვარა!
პაატა
15 იანვარი 2025 20:18
2
ყველაფერი ფულში არ იზომება,წარმოუდგენელია ასეთი სიყვარული ქონდეს სხვა გუნდის ფანებში
ლუკა
15 იანვარი 2025 20:04
14
დაფასება არ ქონდა და წერტილი
ნენე
15 იანვარი 2025 21:11
2
გაიხარე სალვიო, მჯერა უამრავი ასეთი ადამიანია ნეაპოლში და მის გარეთ ვინც ხვიჩას და ნაპოლის სასწაუილი იხილა აღფრთოვანდა და სამუდამოდ ჩაებეჭდა გულსადა გონებაში. ყველა მადლიერი ადამიანს გაუმარჯოს! სტატიის ავტორის სალვიოს თამადობით!
ირაკლი
15 იანვარი 2025 18:27
2
ნაპოლი წელს ოთხეულშიც ვერ შევა, და მერე უფრო ინანებთ რა ფეხბურთელი და ადამიანი არ დააფასეთ. კვარა წარმატებები კლუბშიც და ნაკრებშიც.
qartveli
15 იანვარი 2025 17:52
6
მართალია აუტსაიდერ გუნდებთან ადვილად მოიგეს (ნერეში ცაში აიყვანეს)ატალანტასთან,იუვესთან,მილანთან მიხვდებიან დიდ შეცდომას,მაგრამ ძალიან გვიანი იქნება.
სვანსკი
16 იანვარი 2025 15:56
2
კაი კაცი ხარ რო მაინც მიხდვა ვინმე რო არ დააფასეს ხვიჩა. წარმატებები კვარას.
KAXA
15 იანვარი 2025 17:49
2

სიახლეები პოპულარული