<p>Areanapoli წერს, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას სახით მესამე სკუდეტოს შემოქმედს კარგავს, მის პსჟ-ში ოფიციალურად გადასვლას მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა აკლია და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეუძლია თავი სატრანსფერო თანხით დაიმშვიდოს, რომელიც ბონუსებიანად 70 მილიონ ევროზე მეტია. გამოცემის ცნობით, სოლიდურ საკომისიოს, 2.8 მილიონს ფეხბურთელის აგენტი და მამა მიიღებენ და ეს თანხა მათ უნდა გაიყონ.</p><p>ჟურნალისტმა ენცო ბუჩიონიმ Napoli Centrale-ს ეთერში განაცხადა, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ მოტივაცია დაკარგა, მხოლოდ ფული აინტერესებდა და მიზანსაც მიაღწია - „პარი სენ ჟერმენში“ მთლიანობაში წელიწადში 11 მილიონს გამოიმუშავებს.</p><p>ტელეკომპანია TGR-ის დირექტორის მოადგილემ, ანტონელო პერილომ ხვიჩას „ნაპოლიდან“ წასვლის გამო იმედგაცრუება ვერ დამალა: „ნაპოლი“ ლიდერია და გულშემატკივრებს ოცნებას აიძულებს, მაგრამ ახლა ყველა კვარაცხელიაზე საუბრობს. იანვრის სატრანსფერო ფანჯარას შეუძლია გუნდში დესტაბილიზაცია მოახდინოს, ვინაიდან ჩვენ ვიღაცაზე კი არა, მესამე სკუდეტოს ერთ-ერთ გმირზე ვლაპარაკობთ. ამ 77-ნომრიან, ჩაწეული „გამაშებით“ მოთამაშე ბიჭს პირველივე დღიდან, როდესაც მოედანზე დავინახე, უბრალოდ ჭკუიდან გადავყავდი. ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი ტალანტია, ყველაზე მაღალი კლასისაა, ვინც კი მარადონას შემდეგ აქ იყო. თუმცა, მივხდი, რომ მისი შენარჩუნება შეუძლებელი გახლდათ“.</p><p><p><br></p>
მიხაელ როთი
სად იყავ გუშინ არ ჩანდი დავით 67? ეტყობა ცოლის გამოგზავნილი ფულებით გამეპარე და მიღალატე? როგორ გყავს ,,ემიგრანტი ",ხო ,,მუშაობს" ,,მუხლჩაუხრელად "?
ჟორა გაბრიჭიძე
ეს გამოშტერებულები ვერ ხვდებიან, რომ კვარა ხელფასმა კი არ გამოიყვანა წყობიდან, არამედ რაც მათში ნერეშის გატანილმა რამდენიმე ბურთის შემდეგ მის გარშემო, არაჯანსაღი ატმოსფერო შექმნეს, როგორც მწვრთნელმა, ისე გუნდის ხელმძღვანელობამ, ამით მათ ხაზი გადაუსვეს მის ყველა დამსახურებას გუნდის წინაშე.
დავით 67
პსჟ-ს აქ მარტო მე ვქომაგობდი მემგონი. ამის გამო სულ საყვედურებს მიწერდნენ. პსჟ ვერასოდეს გახდება ტოპ გუნდიო არადა 5 წელია არის. ფულს ტყუილად ხარჯავენო და ა.შ.ეხლა ხომ უქომაგებთ პსჟ-ს)). აუცილებლად გაამართლებს მისი ტრანსფერი.
სვანსკი
ფულიო ამბობთ,მაშ ფეხბურთელის დაფასება რაში გამოიხატება? რომელ ერთს უთქვამს ვმუშაობ,მაგრამ ფული არ მაინტერესებსო,თითქოს ნებისმიერი არ მოვიქცეოდით ასე ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს.ყველას გვინდოდა ინგლისში ან ესპანეთში ეთამაშა,მაგრამ სადაც არის ღმერთმა გაუმარჯოს და მოუმართოს ხელი ნაპოლიმ კი ამოწურა თავისი თავი ის დაძველდა.კვარა პირველივე თამაშზე გოლს გაიტანს ქართულ-ნეაპოლური გულის აჩქარება ქართულ-ფრანგულით შეიცვლება და პსჟ-ს სტადიონზე ქართული დროშა ილივლივებს,არა მარტო ქართველები გადმოვირთვებით ნეაპოლელებიც უგულშემატკივრებენ პსჟ-ს,კიდევ უამრავი სტატია დაიწერება ნეაპოლურ პრესაში.წარმატებები ჩვენს ოქროს ბიჭს
დათო
არაფერი არ გახლდათ შეუძლებელი! პირიქით, სავსებით შესაძლებელი იყო და ადვილიც!-მიგეცათ იმდენი, რამდენსაც იმსახურებდა!-დამლაგებლის ხელფასზე რომ გყავდათ! ლაურენტისს ჭკუა რომ ჰქონოდა ოსიმენი და კვარა ნებისმიერ ფასად უნდა შეენარჩუნებია!! აბა სად 1.2 მლნ და სად 9 მლნ.
ჯიმა
,,მუშა ღირსია თავისი საზღაურის" ჯუღელზე რატო ღლიცინებენ ვერ ვხვდები. ეგ კაცი ქართულ ფეხბურთში კარგ საქმეს აკეთებს♥️ წარმატებები
სოსო
დავითის პოსტს,მეც სიამოვნებით მოვაწერდი ხელს.ზუსტი,გამართული და სწორი პოსტია.გიორგის გამოხმაურებაშიც,აზრი გავიგე და მეც ვიზიარებ,თუმცა გიორგი,სასვენი ნიშნები და მართლწერა მაინც აუცილებელია.ალბად კი არა,ალბათ და ეგრედწოდებული კი არა,ეგრეთ წოდებული.გიორგი,გთხოვ,საწყენად არ მიიღო.კარგ აზრს,კარგად რომ ჩამოაყალიბებ და დაწერ,სულ სხვა პეწი აქვს.ორივეს,დავითსაც და გიორგისაც,ჩემი მოწონება(ლაიქი)!
სოსო
ნაპოლიში ერთი წრე ითამაშა და რა თქმა უნდა ჩემპიონობის მოგების შემთხვევაში,ისიც ჩემპიონი იქნება.ეგეც არ იყოს,პსჟც გახდება ჩემპიონი და საფრანგეთის ჩემპიონობაც ტიტულია.თანაც აქ ნამდვილად გახდება ჩემპიონი,იქ კი,მთელი ბრძოლა წინ არის და საკმაოდ საეჭვოცაა,ჩემპიონობა.ინტერი, ნაპოლიზე ძლიერი გუნდია!პსჟ თასზეც აბრძელებს,ჩემპიონთა ლიგაშიც და ქვეყნის სუპერთასზეც ფავორიტი იქნება.ასე რომ ტიტულები,აქედან უფრო მეტი ექნება.ნაპოლისაგან განსხვავებით,პსჟ თითქმის ტოპ გუნდია და რაც მთავარია,ის დამცირების და შეურაცხყოფის შეგრძნება აღარ ექნება,რაც ნეაპოლში ჰქონდა და მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებდა.არა მგონია ახალ კონტრაქტში,ხვიჩას გამოსასყიდი თანხა ჩაწერილი არ იყოს.ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებენ.
Leqso
მამა რაღა შუაშია იმან რაღატო უნდა მიიღოს ფული? მოგიტყანთ კომუნისტო ცეხავიკი გაგება. გააფორმა ეხლა ამმყლე ჯუღელმა მამამისი რაღაცად, რო შენც ჩაგერიცხება სიმონო
გიორგი
არ იქნება ჭორები ყველგან არსებობს დაუწერელი წესები პარიზული კლუბი იყო პირველი ვიც ოსის და კვარას ტრანსფერზე პირველმა გააკეთა ზაფხულში განაცხადი ალბად ეგრედწოდებული პერეხვატი მაქაც დაუშვებელია პრინციპში როგორც ყველგან იმედია მასეც მოხდება და უძლიერესი ტანდემი კვლავ ერთად შეუტევს მერე ნახე თქვენ ნეაპოლელების ერთი ადგილის ბრდღვნა
ნუგზარი
ჯუღელის სიჯიუტემ აჯობა ლავრენტას!
rigiti
მონა უნდოდა ამ წუწკ და გაუმაძღარ ლავრენტას და მის ბნელ ბრბოს, თანაც უმაღლესი კატეგორიის გლადიატორი!!!! ერთი სკუდეტო და 70 მილიონი არაა საკმარისი, კიდევ ერთი სკუდეტო გვინდოდაო... ფუ ამათი...
კირკიტა
კარგია, რომ ამ უმადური ქალაქიდან წამოვიდა. კარგია, რომ მონათმფლობელი ლაურენტისი გაქრა ხვიჩას ცხოვრებიდან; კარგია, რომ ცინიკურად ყველაზე დაბალი ხელფასი არა აქვს გუნდში, რომელიც მის გარეშე ჩემპიონი ვერ გახდებოდა. კარგია, რომ ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშობს და თანაც გუნდში, რომელსაც ჩემპიონობის ამბიციაც აქვს და ასევე ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს ამბიციები.
მერაბი
გული დამწყდა, შეიძლება ჩემპიონობა მეორედ მიეღო, მაგრამ თავისი ამბავი თვითონ იცის. პსჟ კონკურენტუნარიანი გუნდია, კიდევ მეტი მონდომება ხვიჩას, რათა გამაგრდეს ძირითადში. წარმატებები.
ვილა
სისულელეა ... ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი აგენტები მინიმუმ 10 პროცენტს იღებენ ტრანსფერიდან და ჯუღელი რა პატიოსანი კაცი ყოფილა :))
დავით
ფული ამჯობინა ყველაფერსო... ეს რა გუნდში გადავიდაო :) ))). როცა ამას ვინმე ნეაპოლელი წერს, სრულიად მესმის მისი, რადგან გაბრაზებულია. მაგრამ როცა ამას ქართველი წერს, აქ უკვე რაღაც განსაკუთრებულ სიბრიყვესთან გვაქვს საქმე, რადგან ამის თქმის არავითარი ლოგიკური საფუძველი არ არსებობს. მოდით მშვიდად და რეალისტურად შევხედოთ სიტუაციას: პსჟ თავისი კლასით ნამდვილად უფრო მაღალი რანგის გუნდია "ნაპოლიზე" და მასში გადასვლა, შესაბამისად ხვიჩასთვის უდავოდ კარიერული წინსვლაა. პსჟ-ს მუდმივად "რაღაც მცირე" აკლდება უმაღლესი მიზნების მისაღწევად, რაც ტავისუფლეად შეიძლება შეავსოს კვარამ და თუ ის ჭორები გამართლდა პსჟ-ში ოსიმენის გადასვლის შესახებ, მაშინ ეს გუნდი ჩემპიონთა თასის აღების ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, რადგან მსგავსი ეფექტური დუეტი მე, პირადად, იშვიათად მახსოვს ფეხბურთში!
.
ნეაპოლელებმა თავიანთი სიძუნწით სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილს გადაუჯოკრეს.
ბრაზი
ჩემპიონობის შემდეგ უმოტივაციო გახდა,მხოლოდ ფული აინტეტესებდაო,-წერს ვიღაც უსინდისო ვიგინდარა ვაიჟურნალისტი. არადა მიუხედავად იმისა,რომ ხვიჩასთვის ცენტიც კი არ მოუმატნიათ ხელფასის სახით,ის მაინც სეზონნახევარი,თავდაუზოგავად შრომობდა მოედანზე ყოველ მატჩში და უმეტეს შემტხვევაში საუკეთესო იყო გუნდში.ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს... არა რა,გარეწრებს მართლა რა გამოლევს?!
ალმასხან
პალმიდან ჩამოყვანილი ჟანგიანი ჰყავდათ სამაგიეროდ პატივში.წუწკი უმადურები.
gio
და მაინც მგონია რომ ფული აქ არაფერ შუაშია. ნაპოლიში ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო დათანხმდებოდა 5- 6 მილიონსაც. მთავარი სხვა მიზეზები იყო ჩემი აზრით.
უფროსი
მხოლოდ ფული აურელიოს აინტერესებდა და აინტერესებს. ხვიჩა აურელიოსგან 22 მილიონეც იტყოდა უარს, თუ მისაღები გამოსასხიდი თანხა არ იქნებოდა ჩაწერილი კონტრაქტში.
Star Lord
ეს ჯუღელი რატო ტოვებს მაფიოზის შთაბეჭდილებას...
იან ობლაკი
ყველაზე მაღალი კლასის ფეხბურთელს მარადონას შემდეგ ყველაზე დაბალ ხელფასს უხდიდა წუწკი ლავრენტა…..
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა