ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის გამო ნეაპოლში განსხვავებული მოსაზრებებია. გუნდის ყოფილმა მეკარემ, ჯენარო იეცომ განაცხადა, რომ ტრანსფერის ინიციატორი ფეხბურთელის გარემოცვა იყო, რომელმაც საკომისიოს გამო აიძულა ის ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.

ჟურნალისტი ჩირო ტროიზე წერს, რომ კვარაცხელიას მიმართ ზოგიერთის მსგავს დამოკიდებულებაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან „სან პაოლოზე“ თვით დიეგო მარადონას უსტვინეს, ამის ნახვა „იუთუბზეა“ შესაძლებელი და სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ.

ისე როგორ იქნებოდა, საკუთარი მოსაზრება საფეხბურთო მიმომხილველს, კარლო ალვინოს არ დაეფიქსირებინა, რომელიც როგორც წესი, კლუბის პოზიციას ახმოვანებს: „ის თავისი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვიდა და ყველაფრის მიუხედავად, მადლობას ვუხდი. დღეს ეს მან გააკეთა, ხვალ სხვა გააკეთებს, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. საუბარია ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას და აგენტის, მამუკა ჯუღელის საკომისიოზე. ვფიქრობ, ყველაფერი მათი ინიციატივით მოხდა. სოლიდური თანხა აიღეს, რაც სამშობლოში ორივეს შვიდ თაობას უზრუნველყოფს“.

„ეკიპის“ ცნობით, კონტრაქტის გასაფორმებლად კლუბებმა ერთმანეთს საბუთების გადაგზავნა დაუგვიანეს და „კვარა“ დღეს საღამოს ჩავა პარიზში.

საკომისიოზეო? და მიგეცათ მაშინ 2 მაგდენი საკომისიო და 3 წელი ისევ არსებული კონტრაქტით დარჩებოსა კვარა. ყველაფერს იტყვიან გარდა სიმართლის.

შენ ფეხბურთთან თუ რამე გქონდეს საერთო.

რაცარუნდა იყოს რასაცარუნდა ფიქრობდე წარმატება უსურვე ადამიანს რაგჭირთ რამ გაგაბოროტათ!!!
სვანსკი
100% - ით ნერეშმა და პოლიტანომ უშველოთ ძლიერ გუნდებთან,კვარას ბევჯერ ინატრებენ,სადამდე მიდის ამათი თავხედობა თურმე მამის და აგენტის ბრალია ყოფილა ყველაფერი. ურჯულოები...
მდააა
არ გიტყდება?
ასეა ეს-ს
ხვიჩას ცნობილი ჰეითერიც გამოჩენილაა,სად იყავი აქამდე??
ასეა ეს
ლაურენტისი მაგარი ბიზნესმენი გამოდგა.კვარაცხელია რომელიც ნერეშმა ძირითადიდან ამოაგდა 70 მილიონად გაყიდა.ასეთი თამაშით პარიზშიც სათადარიგო იქნება.ან არ უნდა იზარმაცოს და მეტი ივარჯიშოს,რაშიც ეჭვი მეპარება იმიტომ რომ ერთი ჩვეულებრივი ქართველია.ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი..მითუმეტეს ამდენი ფულით რამდენი გულაობა შეიძლება.ცოტა ხანში ვნახავთ ქართველების გინებას ლოის ენრიკეს მიმართ.
მამუკა ჯ.
ისეთი პრედლაჟენია იყო, უარის თქმა არ გამოდიოდა …
rigiti
ხვიჩას გარეშე რომ ფიასკო ელით იციან და წინასწარ იზღვევენ თავს გულშემატკივრების წინაშე, თურმე ხვიჩას მამის ბრალია ყველაფერი. დარწმუნებული ვარ ყველამ ყველაფერი იცის და ამათ ბოდვებს არავინ არ უსმენს!
გოგა
შენ თუ სადმე მუშაობ უხელფასოდ მუშაობ? შენზე ნახევარ საქმეს, რო აკეთებდეს ისეთს 5000 ქონდეს ხელფასი და შენ სანიმუშო თანამშრომელს 1500 გიხდიდნენ, დარჩები მანდ? რავიცი მე არ დავრჩებოდი, როცა აქვს შანსი ადამიანს უნდა იშოვოს, კვარა კარგ გუნდში გადავიდა და ხელფასიც კარგი ექნება
დავით
გეთანხმები და ჩემგანაც დავამატებ: ანაზღაურებასაც რომ ტავი დავანებოთ, რაც სრულიადაც არ არის მეორეხარისხოვანი, პსჟ დღეს ნებისმიერი რეიტინგით ნაპოლიზე მაღლა დგას. და რატომ უნდა დარჩენილიყო კვარა გუნდში, სადაც მასზე გაცილებით დაბლა მდგომ ფეხბურთელებს გაცილებით მეტი ხელფასი ჰქონდათ (და ეს უპირველეს ყოვლისა პრესტიჟის საქმეა) და გარდა ამისა აიძულებდნენ ის ფეხბურთი ეთამაშა, რომელშიც ის სრულად ვერ გამოავლენდა თავის შესაძლებლობებს?! მე არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს კონტესი, რომელიც უდავოდ ძლიერი მწვრთნელია, მაგრამ მას აქვს საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია, რომელშიც კვარასთანა "თავისუფალი მხატვარი" ნაკლებად ჯდება. გახდება ნაპოლი კიდევ ერთხელ სკუდეტოს მფლობელი? - მართალი რომ გითხრათ, არამგონია, მაგრამ სულით და გულით წარმატებას ვუსურვებ. ოღონდ ხვიჩას ადგილი მაქ კაიხანია აღარ არის!
dato
კვარა მაინც არ დარჩებოდა კონტესთან, ფაქტიურად დამცველად ათამაშებდა. ეგ არაა კვარას სტილი. კონტესთვის შედეგია მთავარი, სპალეტისთვის სანახაობაც...........
yoko
მართალია ალვინო, ფულის გამო წავიდა ეგ და იმედია კარმა არ დასჯის.
gel-100
ამათ ვინმემ გააგებინოს რო კვარას მამის მომავალი თაობა თავად კვარაა და არაფერში ჭირდებოდა არც ბადრის და არც ჯუღელს მხოლოდ ფულისთვის გაეკეთებინათ რამე და აუხსენით რო მათი მომავალი 7-თაობა ისედაც უზრუნველყოფილი იქნება კვარას კარიერის განმავლობაში ნაშოვნი მილიონებით, თქვენ იმაზე ისაუბრეთ რატო არავინ გამოხატეთ პროტესტი კვარას დამამცირებელი ხელფასის და თქვენი პრეზიდენტის ღორობის გულისთვის რამაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაგაკარგინათ,,თქვენ გადაგეხადათ ის ბონუსი რასაც პსჟ იხდის ან ხელფასი მოგემატებინათ და კვარა თქვენთან დარჩებოდა იმ გარდამავალ პერიოდში რა პერიოდშიც გრანდისთვის უნდა მოემზადოს, კვარასთვის არც პსჟეა ბოლო კლუბი კარიერაში უბრალოდ ნაპოლის შეეძლო ოდნავი დაფასებით თავისთან დაეტოვებინა კვარა და პირდაპირ ნაპოლიდან გადასულიყო გრანდში და არა პსჟ-დან
გიზოგ
დიდი წარმატებები ჩვენ ვარსკვლავ ბიჭ ხვიჩას!!!!!
გიზოგ
ამდენი უსამართლო საუბარი აუტანელი გახდა. იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს და ჩემპიონობის მომპოვებელს მე-3 წელია 1,3 მლნ ევროზე, რომ ათამაშებდნენ ესეც მისი მამის და მენეჯერის ბრალია? წელიწადში 1 მლნ ევრო მაინც, რომ მოემატებინათ იქნებ ეს არც მომხდარიყო, თორემ ხვიჩას ასე გაუთვლელად გადასვლა სხვა გუნდში არც მე არ მომწონს, შევჩენკოს მაგალითი, რომ მახსოვს.
Niangis Cremlebi
გარემოცვა რა შუაშია თქვენ ნერეში მოგინდათ სუყველას პოლიტანო და ნერეში ამჯობინეთ კვარაცხელია უკვე აღარ გინდოდათ სათადარიგოზე დასმით დაემუქრეთ ეხლა აგიტყდათ ნიანგის ცრემლები?... დაეგდეთ დაყენდით და ჭამეთ განავალი
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
"ომი და ოჯახის არყოფნა ჩემთვის ძალიან რთულია" - აზაროვმა "შახტარიდან" წასვლის სურვილი გამოთქვა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
სვანაძემ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ლომინაძის ტრავმაზე და ძალების აღდგენაზე ისაუბრა
interia: საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა და ფრთაშესხმული პოლონეთი ნოკაუტში გაგზავნა
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
U21. პოლონეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16-წლამდელებმა შეკრება დაასრულეს
პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა
გატუზო ხვალ დილით იტალიის ნაკრების მწვრთნელი გახდება?
"შავი ლომი" | სექტემბერში იტალიაში "ძებრესა" და "ბენეტონთან"
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს განსჯიან
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება
საბოლოო უარი - ოსიმენი კვლავ ამჟამინდელ კლუბში რჩება?
Breaking: ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
შეთანხმება მიღწეულია - დე ბრუინი ხვალ "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
"ნაპოლი" არ ჩერდება - "პარტენოპეიმ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა