კვარაცხელია ტრიბუნაზე, ენრიკეს აქცენტი დემბელეზე - მოდი, ვნახოთ პსჟ - დიდი გამოცდის მატჩი!..

AutoSharing Option
უკვე მესამე სეზონია, "ნაპოლის" ყველა მატჩის პრევიუს გთავაზობდით; გულშემატკივრებიც თითოეულ შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ. ერთიანად ამისგან გათავისუფლება ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგაც გაგვიჭირდება. "კვარას" დამშვიდობების ვიდეო მართლაც ძალიან ემოციური იყო, ის გულწრფელი და კარგი ადამიანია! მაინც გეტყვით, რომ ნეაპოლელებს წინ რთული მეტოქეები ჰყავთ - "ატალანტა", "იუვენტუსი", "რომა"...

სერია "ა"-ს ჩვენებურის გარეშე არ ვტოვებთ, ეგ კი არა, საბა გოგლიჩიძეს იტალიურ გრანდებს უკავშირებენ. ქართველი მცველის "ემპოლის" სერიოზული მეტოქე ჰყავს - "ინტერი", რაც თავის მხრივ, გოგლიჩიძისთვისაც დიდი გამოცდაა - კვირას, 19 იანვარს, ჩვენი დროით 23:45
საათზე.

ორთაბრძოლებში გამარჯვების კუთხით (20 წლამდე უკანახაზელებში) ტოპლიგებში საბა გოგლიჩიძე გამორჩეულია. ამ სიაშია "ლანსიდან" "მანჩესტერ სიტიში" უკვე გადასული უზბეკი მცველი ხუსანოვი. მის გარეშე დარჩენილი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კლუბს, პსჟ-ს უმასპინძლებს - შაბათს, 18 იანვარს, 20:00 საათზე (თბილისის დრო). სავარაუდოა, ქართველმა ახალწვეულმა ამ დაპირისპირებას თვალი ტრიბუნიდან ადევნოს და ჩვენი არ იყოს, თითოეულ დეტალს აქტიურად დააკვირდეს.

გოგლიჩიძეს "მილანსა" და "იუვენტუსს" უკავშირებენ

Sportall.Ge

რაც პარიზელთა თამაშში აქამდე შეგვინიშნავს, მარჯვენა ფლანგიდან შეტევებს გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, სადაც უსმან დემბელე გამოდის. რაც ასევე ჩანს, ცენტრალური თავდამსხმელი რამოში ნაკლებად შედეგიანია, რის გამოც ლუის ენრიკე "ცრუფორვარდის" ტაქტიკას იყენებს, რა დროსაც ყოფილი "რეალელი" ასენაიოს სასტარტოში გამოჩენა პროდუქტიულია. დიდი ალბათობით, ესპანელი სპეციალისტი ამ საქმეში ხვიჩა კვარაცხელიასაც ჩართავს, ის კი ადგილს უფრო მარცენაფლანგელ ბარკოლასთან გაცვლის. "კვარა" მასზე გაცილებით მრავალფეროვანი და სრულყოფილი ფეხბურთელია, ბარკოლას უპირატესობა კი უფრო შედეგიანობაა, მას ჩემპიონატში უკვე 10 გოლი აქვს. ვნახოთ, რა კონტურებს დავინახავთ და სად უნდა ველოდოთ ხვიჩას ერთი კვირის შემდეგ.

პარიზელებს შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე "სიტისთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება აქვთ. გასაგებია, ლიგის ფაზის ეტაპი არ დასრულებულა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა მიმდინარეობს და გუნდებს ახალი ფეხბურთელების დამატების უფლება პლეი-ოფამდე უნდა ჰქონოდათ! სამწუხაროდ, ასე არაა და უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე "კვარას" მხოლოდ მაშინ ვნახავთ, დარჩენილი ორი მატჩიდან პსჟ ერთს მაინც თუ მოიგებს. ასეა თუ ისე, ლიგის ფაქტორის გამოც, ენრიკემ გარკვეულ როტაციას უნდა მიმართოს, როგორც ქვეყნის თასზე(აქ მერვედფინალის მეტოქე გაირკვა - ლე მანი).

"სტად ბოლერ-დელელზე"(38 223 მაყურებელი) ჩასატარებელ შეხვედრას მარკინიოსი ტრავმის გამო ტოვებს. მისმა შემცვლელმა, 21 წლის ბრაზილიელმა ბერალდომ 5 გაფრთხილების გამო დისკვალიფიკაცია მოიხადა და ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენთან" "ახალი ათვლა" დაიწყო. რაც შეეხება ლუკას ერნანდესს, მას ტრავმის გამო ისედაც ბევრი გაუცდა და თასზსც ვნახეთ, დიდხნიანი ტრავმის შემდეგ კიმპემბე განაცხადში იყო, ამჟამად ტრავმირებულ შკრინიარს კი გასხვისებას უპირებენ. პარიზელთა ფლანგებზე ჰაკიმი და პორტუგალიელი მენდეში გამოდიან.

თასის შეხვედრაში 7-ნომრიანი მაისურით 18 წლის ნახევარმცველი, სენი მაილუ ვიხილეთ. თამამად ვიტყვით, უკანასკნელად, რადგან ახლა ამ ნომერს კვარაცხელიას ტანზე ველით. შუა ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენციაა(რასაც უკვე შეტევის გაძლიერებაც ემატება). "ლანსთან" მეტ დასკვნას გამოვიტანთ - რუიზი თუ ვიტინია, დუო თუ ლი, ნევეში თუ ზაირე-ემერი...

"ლანსზეც" ვთქვათ. მათ 24 წლის ფორვარდს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან, გოდუინ კოიალიპუს ბოლო 9 თამაშია მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია, ოღონდ ახლანდელ გუნდზე მხოლოდ ერთი მოდის - ის სოფიის ცსკა-დან გადაიბირეს. გუნდის მარჯვენა მცველი პოლონელი ფრანკოვსკია, რომელიც ნაკრებიდან უნდა გვახსოვდეს. მათი მთავარი მწვრთნელი სულ რაღაც 32 წლის ბელგიელი, სტილია.

პირველი წრის შემდეგ

Sportall.Ge

2023 წლის პირველ იანვარს "ლანსმა" შინ პარიზელებს აჯობა - 3:1. მაშინ ოპენდამ გაიტანა, რომელიც ახლა "ლაიპციგშია." პსჟ-ს რიგებში სერხიო რამოსი იყო. ბოლო წლებში ამ გუნდებს შორის საკმაოდ ბევრი ფრე დაფიქსირდა და ფავორიტს ლანსის სტადიონზე თამაში მუდამ უჭირს.

შეხვედრის მთავარი არბიტრი 37 წლის ჟერემი პიგნალდი იქნება, რომელიც მკაცრი მსაჯია, მისი ბოლო საერთაშორისო მატჩი კი სან მარინოს ლიხტენშტაინში გამარჯვება (3:1) იყო.

პსჟ-ს უახლოესი მდევარი "მარსელია", რომელთანაც 7-ქულიანი უპირატესობა აქვთ, ისინი კი კვირას "სტრასბურგს" მიიღებენ.

რაც შეეხება აქ ქართველების სხვა მატჩებს. "ლიონიც" შაბათ ღამით ითამაშებს, ოღონდ ჩვენი დროით უკვე კვირა იქნება (00:05 სთ). გიორგი მიქაუტაძის გუნდი "ტულუზას" დაუხვდება; კვირას, 18:00 საათზე, ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "ნანტს" უმასპინძლებს.

ტოპლიგები. შაბათს, 18:30 საათზე, გერმანიიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "სტ. პაულს" მიიღებს; ესპანეთში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "რეალ სოსიედადს" საკუთარ "მესტალიაზე" ეთამაშება - კვირას, 23:59 საათზე.

ქვემოთა დივიზიონები. შაბათს ინგლისის ჩემპიონშიპში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდის" "დერბისთან" სტუმრობას (19:00 სთ) გამოვარჩევთ, ღამით (23:59 სთ) კი ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ქართული დუელია - გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე" - გიორგი წიტაიშვილის "გრანადა."

altკვარაცხელიას მთავარი მატჩები პსჟ-სთან ერთად, სავარაუდო შემადგენლობა და ხვიჩას ფორვარდობა - წინ, ახალი გამოწვევებისკენ!..

alt"ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით" - ხვიჩა ნეაპოლელ გულშემატკივრებს ემოციური ვიდეომიმართვით დაემშვიდობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლუის ენრიკეს პრესკონპერენცია დაიწყო.
მალე გამოაცხადებენ ოფიციალურად, რომ ხვიჩა PSG-ს ფეხბურთელია.
Live video
https://www.youtube.com/watch?v=X8xtpz9dS48
უფროსი
16:07 17-01-2025
0
ჩვენ პოლიტანოსთან ვწუწუნებდით, მარცხნივ ბურთი არ გადააქვთო და აქ დემბელეთი შეტევას არიან შეჩვეული
ზვიადი
14:02 17-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული