ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია, - ამის შესახებ "ეკიპი" იტყობინება.

ქართველმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და პსჟ-სთან 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

პსჟ ხვიჩას ყოფილ კლუბს "ნაპოლის" 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. "კვარა" პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს, მისი სეზონური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.

ქართველის დებიუტი პარიზულ გუნდში 25 იანვარს "რეიმსთან" საშინაო მატჩში შედგება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია იტალიიდან დროულად არ გაუგზავნეს, მაგრამ როგორც გაირკვა, საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
უდაოდ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი შედგა. ამ პატარა ბიჭმა რამდენს მიაღწია, ვისაც არგიხარიათ მისი წარმატება გისამძიმრებთ. მისი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ნიშნავს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს
ქართველი
03:06 18-01-2025
0
ბატონ დავითს და მათ, ვისაც აინტერესებს,თუ საიდან მოდის სახელი პარი სენ ჟერმენი...ეს კლუბი დაარსდა 1970 წელს პატარა ქალაქ სენ ჟერმენში, რომელიც მდებარეობს პარიზთან ახლოს.
ქუთაისი
02:41 18-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული