„გულშემატკივრებს მოვუწოდებ, „კვარა“ წასვლის გამო არ დაადანაშაულონ, რადგან გუნდს დიდი სამსახური გაუწია. უბრალოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ღალატის ნაცვლად მართებული იქნება სიტყვა გულუხვობა გამოვიყენოთ. ასე უფრო სწორი იქნება. არ შეიძლება დასკვნების გამოტანა, როდესაც ფაქტები არ იცი, მეტადრე სპორტული წესები. ამ ბიჭმა დე ლაურენტისის ყველა ზეწოლას გაუძლო და ბოლომდე ჯენტლმენად წარმოაჩინა თავი.
ქართველს შეეძლო კიდევ ოთხი თვე მოეცადა და ფიფას მე-17 პუნქტით უპრობლემოდ წასულიყო. ამიტომ მე ვერ დავადანაშაულებ, რადგან ეს
ფეხბურთელები და მათი წარმომადგენლები კონტრაქტებით ცხოვრობენ. ეს ბიჭი ცოტას გამოიმუშავებდა და გაცილებით მეტი ეკუთვნოდა. საჩემპიონო სეზონის შემდეგ „ნაპოლი“ სპალეტიმ, კიმმა და ოსიმენმა დატოვეს. ერთი სიტყვით, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, გუნდიდან ყველა აიბარგა. ხვიჩას გაყიდვით კლუბი ძალიან დიდ თანხას მიიღებს.
დაამცირეს თუ არა „კვარა“? ასე არ ვფიქრობ. საფეხბურთო სამყაროს დიდი ხანია ვიცნობ, საკმაო გამოცდილება გამაჩნია და საქმე დიდ ფეხბურთელებთან მქონდა. უნდა მიუხვდე, მათ რა უნდათ. პსჟ ზაფხულში მზად იყო კვარაცხელია და ოსიმენი 200 მილიონ ევროდ შეეძინა. კონტემ ქართველის ტრანსფერს ვეტო დაადო და დატოვა. მხოლოდ ოქტომბერში შესთავაზეს ხვიჩას ხელშეკრულების ხელფასის სერიოზულად გაზრდით გაგრძელება. მაშინ ფეხბურთელის გარემოცვამ „ნაპოლისთან“ დამშვიდობება გადაწყვიტა. ჩემი აზრით, „პარი სენ ჟერმენს“ ნეაპოლური კლუბისთვის 75-მილიონიანი წინადადებით რომ არ მიემართა, „კვარა“ ახლა ისევ აქ იქნებოდა“.