"ნაპოლიდან" პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შუამავალმა, Select Sports Management LLC-ის წარმომადგენელმა მიჩ ბაკსმა განაცხადა, რომ ქართველის პარიზულ გუნდში გადაყვანაზე დიდი ხანი მუშაობდნენ.
"დიდი ტრანსფერის მომზადებას დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ! "კვარა" პსჟ-შია, ყოჩაღ! შკუმბინ კორმემეტი და მთელი გუნდი 6 თვე ხმაურის გარეშე მუშაობდა და საქმე წარმატებით დასრულდა.
მადლობა მამუკა ჯუღელს, ფეხბურთელს და მის ოჯახს პატიოსნებისთვის და პატივისცემა, რაც ამ სფეროში დღეს უცნაური და იშვიათია. თქვენ კიდევ გყავთ შესანიშნავი მოთამაშეები, რომლებიც დაფასებას იმსახურებენ", - წერს მიჩ ბაკსი "ტვიტერზე".