
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს პირველ ტაიმში ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ თავით ბურთი კარს ააცილა. ქართველმა პირველი ორი მატჩი სრულად ითამაშა, ამჯერად კი 77-ე წუთზე შეცვალეს - შეფასებები: sofascore 6.3, flashscore 6.2, whoscored 6.1.
„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 25 იანვარს გასვლაზე „აუგსბურგს“ დაუპირისპირდება.
ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - სანკტ-პაული 0:2
გოლები: 0:1 ეგეშტაინი (25, პენ), 0:2 გილავოგი (90+2)
3:3. ზივზივაძის
პირველი საგოლე მოქმედება ბუნდესლიგაში - "ჰაიდენჰაიმმა" ბრემენში ქულა მოიპოვა [VIDEO]