L'Equipe კვარაცხელიაზე: მხატვარი პსჟ-ში - ასე აღელვებული დიდი ხანია არ ვყოფილვართ

AutoSharing Option
„ეკიპში“ ჟურნალისტმა რომენ ლაფონმა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაზე მცირე წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მოლოდინი დიდია, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდში ბევრი მაღალი კლასის შემტევია და კონკურენციის დაძლევა მოუწევს:

„პარი სენ ჟერმენში“ მალე „ნაპოლიდან“ გადმოსული ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება და მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პარიზული გუნდის გულშემატკივარი, ეს ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგი სიახლეა.

მას ძნელად წარმოსათქმელი გვარი აქვს, იმ ქვეყნიდანაა, რომელსაც ფრანგების მხოლოდ 7% თუ გაჩვენებთ რუკაზე და ხვიჩას არ აქვს პლეიბოის სახე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ტრანსფერით ასე აღელვებული უკვე მრავალი
წელია არ ვყოფილვართ.

„კვარა“ მხატვარია, ყოველთვის, როდესაც ბურთს იღებს, მის წინაშე უსასრულო შესაძლებლობები იხსნება და ფანები მიესალმებიან. კვარაცხელიას დახმარებით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. შესაძლოა, ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, ან პირიქით, ჩავარდნა ელის. ჩემი რჩევაა - ხვიჩას თამაშის სანახავად სტადიონზე წადით“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფრანგების 70% ეცოდინება რუკაზე საქართველო, ნამდვილ ფრანგებს
გოგა
00:16 20-01-2025
1

სიახლეები პოპულარული