ლუის ენრიკე: „კვარა“ უნივერსალია და ჩვენს იდეას შეესაბამება

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

„ვთვლი, რომ ის ფეხბურთელია, რომელმაც „ნაპოლიში“ და ნაკრებში თავისი მაღალი კლასი წარმოაჩინა. ჩვენს სათამაშო მოდელში ჩინებულად მოახერხებს ადაპტირებას. ერთი ერთზე თამაშის შესანიშნავი უნარები გააჩნია, ცენტრში შეწევაც შეუძლია და 9 ნომრის პოზიციაზე თამაშიც. უნივერსალია, დაცვასაც კარგად ეხმარება, რადგან ჩვენ 11 ფეხბურთელით ვუტევთ და ვიცავთ თავს. იდეაში, ფურცელზე ფეხბურზე ჩვენს წარმოდგენას შეესაბამება“.

altდიდი მატჩი კვარაცხელიასა და მარმუშის გარეშე - პსჟ VS "სიტი" - ვნახავთ ხვიჩას ფინალის

გზაზე?!
მკითხველის კომენტარები / 1 /
აჰაა ესეც დაცვაზე ალაპარაკდაა @ არა რაა დღევანდელ ფეხბურთში კვარას სტილის ფეხურთელი ვერ გაიხარეებს @
zura222
01:55 22-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული