"მას 9 ნომერზე თამაშიც შესანიშნავად შეუძლია, რაც ნაკრებშიც ვნახეთ... ხვიჩა დაცვაშიც ძლიერია" - რა თქვა ლუის ენრიკემ ქართველზე?

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

„ვთვლი, რომ ის ფეხბურთელია, რომელმაც „ნაპოლიში“ და ნაკრებში თავისი მაღალი კლასი წარმოაჩინა. ჩვენს სათამაშო მოდელში ჩინებულად მოახერხებს ადაპტირებას. ერთი ერთზე თამაშის შესანიშნავი უნარები გააჩნია, ცენტრში შეწევაც შეუძლია და 9 ნომრის პოზიციაზე თამაშიც, რაც სანაკრებო დონეზე დაამტკიცა. უნივერსალია, დაცვასაც კარგად ეხმარება, რადგან ჩვენ 11 ფეხბურთელით ვუტევთ და ვიცავთ თავს. იდეაში, ფურცელზე ფეხბურთზე ჩვენს წარმოდგენას შეესაბამება“.

altდიდი მატჩი კვარაცხელიასა და მარმუშის გარეშე

- პსჟ VS "სიტი" - ვნახავთ ხვიჩას ფინალის გზაზე?!
მკითხველის კომენტარები / 5 /
აჰაა ესეც დაცვაზე ალაპარაკდაა @ არა რაა დღევანდელ ფეხბურთში კვარას სტილის ფეხურთელი ვერ გაიხარეებს @
zura222
01:55 22-01-2025
11
ის მგონი გონსალუ რამუშია გვერდით რო იღიმის სურათში, რას ასწორებს რა ხალხში გაიჩითა საქართველოს საჩემპიონთალიგო გუნდში
Gamer
10:16 22-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული