პარიზელები პირველი წრის შემდეგ ლიგა 1-ს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ(უახლოესი მდევარი მარსელი ნიცას სტუმრობს). ლუის ენრიკეს ბიჭების მეტოქე ერთ-ერთი აუტსაიდერია - "რეიმსი."
კვარაცხელია ახალ გარემოშია, თუმცა "რეიმსი" ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, აქ ხომ 2015 წელს ჯაბა კანკავა თამაშობდა. ხვიჩასთვის უცხო არც უშუალო მეურვე იქნება - 27 წლის პორტუგალიელ
პარიზელები იოლ მოწინააღმდეგეს საერთოდ არ ხვდებიან, მათი ბოლო 5 შეხვედრიდან 4 ფრედ დასრულდა. 2019 წელს "რეიმსმა" პარიზელებს ორჯერ მოუგო.
საინტერესოა, რომ პსჟ-ის მეტოქის რიგებში ორი იაპონელი ნახევარმცველი თამაშობს, ნაკამურა და უნია. ჩვენთვის უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ისაა, ხვიჩას პირველივე წუთებიდან თუ ვიხილავთ და ზოგადად, მოუთმენლად ველით, კვარაცხელია და ბარკოლა ერთად თამაშს. ორივე ეს ფეხბურთელი ძირითადად ხომ მარცხნივ მიიწვეს. ლუის ენრიკე შემტევებს პოზიციებს ხშირად უცვლის, გამოკვეთილი თავდამსხმელი რამოშით კი შეტევას მოგვიანებით აძლიერებს. ვარაუდობენ, რომ ქართველი მინდორზე მეორე ტაიმში შევა; რადგანაც ბოლომდე მომჯობინებულები არ იყვნენ, მარკინიოსი, ჰაკიმი და დემბელე დაისვენებენ; სასტარტოში მაიულუს, ასენსიოსა და რამოშს ელიან.
შეხვედრის მთავარი მსაჯი 46 წლის ჰაკიმ ბენ ელ ჰადჯ სალემი იქნება. პარიელებს ის მე-6 ტურში, "რენთან" (3:1) მოგებულ შეხვედრაში მოემსახურა. იმ დაპირისპირებაში გოლი ორივე გუნდს გააუქმეს(ერთ-ერთი მარკინიოსის იყო), არბიტრმა კი 6 გაფრთხილება გამოიყენა. ისე, ჰაკიმი ყვითელი ბარათების ხშირად გამომყენებელი არაა.
"კვარა" ზურიკო დავითაშვილის დაწყებულ ტურს (პარასკევი, 23:45 სთ, ოსერი - სტ.ეტიენი) გააგრძელებს, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" კი კვირას, 20:15 საათზე, "ნანტს" ესტუმრება.
შაბათს (21:00 სთ) "ნაპოლი" - "იუვენტუსია" გამოსაყოფი - პირველად "კვარას" გარეშე, რომელსაც პრინციპულ მეტოქესთან თავის გამოჩენა არ უჭირდა.
ქართველი ლეგიონერების მატჩებიდან ერთი განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ. ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ვალენსია" "ბარსელონას" ესტუმრება - კვირას, ჩვენი დროით 23:59 საათზე. კატალონიელები "რეალს" საკმაოდ ჩამორჩნენ, "ღამურებს" კი სახიფათო ზონიდან თავის დაღწევა სურს!..
აი, რატომ აირჩია ხვიჩამ პსჟ - რა შემთხვევაში ვნახავთ კვარაცხელიას გუნდს პლეი-ოფში...