"და უმადურს კიდევ მე მეძახდით?" - ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟოზე ალტაფინმა Radio Marte-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ალტაფინი სხვადასხვა დროს "პალმეირასის", "მილანის", "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.

ბრაზილიელი "ბებერ ქალბატონს" 1972 წელს, "პარტენოპეიდან" შეუერთდა და ამის გამო ფანები წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ.

"ხვიჩამ უმადურობა გამოიჩინა, აი ის არის უმადური და არა მე, რასაც წლების განმავლობაში "ნაპოლის" ფანები მეძახდნენ. კარგად მახსოვს, რომ "პარტენოპეის" ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა, ხვიჩას კი ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს.

"ნაპოლი" ამჟამად მშვენივრად გამოიყურება. "ატალანტას" წინააღმდეგ გასვლაზე მოგება მარტივი საქმე არ არის. მათი
რამდენიმე მოთამაშე კი აშკარად ფორმის პიკშია.

ის ფეხბურთელები, რომლებიც "კვარას" შესაძლო შემცვლელებად სახელდებიან, "ნაპოლიმ" ერთი მათგანის ყიდვა მაინც რომ მოახერხოს, გუნდი აუცილებლად გაძლიერდება, მაგრამ ნერეში ახლაც ჩინებულ ფორმაშია და უამრავ შანსს ქმნის", - განაცხადა ალტაფინმა.

altზურიკოს დაწყებულს ხვიჩა გააგრძელებს და "ჟორჟი" დაასრულებს - როგორ შეხვდება "კვარას" "პარკ-დე-პრენსი"...

alt"მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით" - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა

altკვარაცხელიას სადებიუტო მატჩის წინ პსჟ-მა ისტორია გადაწერა - რა ნიშნული დააფიქსირა ლუის ენრიკეს გუნდმა "სიტისთან" შეხვედრაში

მკითხველის კომენტარები / 18 /
იქნებ გახდეს ნაპოლი ჩემპიონი.
თორე კვარას დააბრალებენ მიგვატოვა შუა სეზონშიო :)
ისე რა მაინტერესებს.
კვარა არ ჩაითვლება ჩემპიონად მაგ დროს?
ნახევარი სეზონი ხო ითამაშა.
როგორაა წესი?
3
მოდი მაშინ ყველა ფეხბურთელი თავის ჭ-კლასის გუნდებში დარჩნენ და თვეში 100 დოლარზე ითამაშონ, უმადურები ყოფილან ყველა, ვისაც უფრო დიდ გუნდში და დიდ ხელფასზე თამაში უნდა.
იხვი
22:04 24-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული