ხვიჩას გახარებული ალ-ხელაიფი გადაეხვია - რა განსხვავებაა პსჟ-ის და "ნაპოლის" პრეზიდენტებს შორის? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის „მანჩესტერ სიტისთან“ მოგებულ მატჩს (4:2) პარიზული გუნდის ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ სტადიონის ტრიბუნიდან მეუღლესთან ერთად უყურა და თამაშის დასრულების შემდეგ აღფრთოვანება ვერ დამალა.

კვარაცხელიას კლუბის გახარებული პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მეგობარივით გადაეხვია და გამოჩნდა, როგორი უბრალო და უშუალო ადამიანია და როგორ განსხვავდება „ნაპოლის“ ქედმაღალი მფლობელის, აურელიო დე ლაურენტისისგან, რომელიც ფეხბურთელებთან ურთიერთობას უმეტეს შემთხვევაში მესამე პირის საშუალებით ამყარებს.

ალ-ხელაიფი ქართველის შეძენის ინიციატორი იყო და ტრანსფერის განხორციელების შედეგად ძალიან კმაყოფილი დარჩა. ხვიჩას ასევე თბილად შეხვდა გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე.

ალ-ხელაიფის ქონება
8 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ ეს რეალური მონაცემი არ არის, რადგან ის Qatar Sports Investment (QSI)-ის ხელმძღვანელია, რომლის უკან კატარის სახელმწიფო ფონდი Qatar Investment Authority დგას - კაპიტალი 295 მილიარდი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვდებიან, რომ ხვიჩას "თილისმობის" უნარი აქვს და უხარიათ. მთავარია, თილისმას შესაფერისად მოექცე და ყველაფერი კარგად იქნება.
თფუი, თქვენი თვალი არ ეცეს თილისმა ბიჭს
ხათუნა
21:12 25-01-2025
2
ხალხო, ნაპოლი წელს რომ ჩემპიონი გახდეს ხვიჩასაც გადაეცემა მედალი?
ხვიჩა
19:26 25-01-2025
0

სიახლეები პოპულარული