დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში „ოსერმა“ და „სენტ-ეტიენმა“ ქულები გაიყვეს - 1:1.

ინიციატივას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, მასპინძლებმა ორი მწვავე კონტრიერიში განახორციელეს, ჯერ ბურთი ძელს გაარტყეს, შემდეგ კი ტრაორემ შორიდან ლამაზი გოლით დააწინაურა თავისი გუნდი. პირველი ტაიმის დასასრულს „სენტ-ეტიენმა“ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება - საჯარიმოდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ლეონმა გაჭირვებით მოიგერია, რასაც ბოაკიეს გადაცემა და სტასენის გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: flashscore 7.0, sofascore 6.6, whoscored
6.5.

შეგახსენებთ, პირველ წრეში დავითაშვილის ჰეთ-თრიკით „სენტ-ეტიენმა“ „ოსერს“ 3:1 მოუგო. ქართველის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 18 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასია.

„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, ამ მომენტისთვის 18 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 2 თებერვალს გასვლაზე „ლილს“ დაუპირისპირდება.

ოსერი. „აბე დეშამი“
ოსერი - სენტ-ეტიენი 1:1
გოლები: 1:0 ტრაორე (27), 1:1 სტასენი (45)

altზურიკოს "სენტ-ეტიენმა" "ნანტთან" ფრეს მიაღწია

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან ბევრი წუნი აქვთ გადაცემებში სენტეტიენის ფეხბურთელებს, ზურიკოსაც ქონდა შეცდომები, მაგრამ მონდომებულია და აქტიური, ახალმა მწვრთნელმა გაამართლა მემგონი ბევრ გოლებს აღარ უშვებენ, თუმცა მცველები არ გამოირჩევიან სანდოობით მაინდამაინც...
Givi
11:13 25-01-2025
0
უყურე მთელ თამაშს. ზურიკო ძალიან აქტიური იყო და გოლიც მისი ინიციატივით გავიდა. გუნდმაც მთლიანობაში მონდომებოთ იბრძოლა, ეტყობოდა რო ზურიკოს ენდობა გუნდიც და მწვრთნელიც
ანაგელი
10:12 25-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული