"კვარას" შედეგიანი დებიუტი - პსჟ-მა "რეიმსი" ვერ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში, პსჟ-სა და „რეიმსის“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, რომელსაც მატჩის დაწყებამდე მცირე პრეზენტაცია მოუწყვეს და გულშემატკივრებმა მისი გვარის სკანდირება დაიწყეს. ქართველმა მოედანზე 83 წუთი გაატარა, შემდეგ კი ლუის ენრიკემ ქართველის ნაცვლად მოედანზე მარკო ასენსიო შეუშვა.

"კვარამ" თამაში აქტიურად დაიწყო და აკემს უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიაღებინა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, დემბელეს და ფაბიან რუისს გატანა მეკარე დიუფმა არ დაანება, დუემ ოდნავ ააცილა მიზანს, რამუშმა ბურთი ძელს გაარტყა.
სტუმრებმა უშედეგო კონტრშეტევებით უპასუხეს, რომელთა რიგებში ნაკამურა გამოირჩეოდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში დედაქალაქელები გააქტიურდნენ და ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ 47-ე წუთზე უსმან დემბელეს გაატანინა. 56-ე წუთზე კეიტო ნაკამურამ ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში პსჟ აქტიურობდა და მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

ამრიგად, "პარი სენ ჟერმენი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 47 ქულით 1-ელ ადგილზეა, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 30 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე, "შტუტგარტის" წინააღმდეგ გამართავს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - რეიმსი 1:1
გოლები: 1:0 დემბელე (47), 1:1 ნაკამურა (56)

altკვარაცხელიას დებიუტის დიდი მოლოდინი - "ის აქ არის" - ლიგა 1-ისა და ხვიჩას გამოხმაურება და მატჩის გამოქვეყნებული განაცხადი[PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 19 /
უკან რატომ ეწერათ გაურკვეველ ენაზე გვარები? სულ ასეა ხოლმე თუ ამ ერთხელ იყო?
lasha
14:15 26-01-2025
1
ხვიჩას დებიუტი შედგა, კარგი თამაშიც აჩვენა, ასე თუ გააგრძელებს კვარა "ოქროს ბურთიც" მოვა ჩქარა! აბა შენ იცი ხვიჩააააა!!!!!!!!!!
გიგა
14:07 26-01-2025
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული