მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" ზედიზედ მეოთხე ფრე

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში „ნანტის“ და „ლიონის“ მატჩი 1:1 დასრულდა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თუმცა ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი - შეფასებები: sofascore 6.6, flashscore 6.1, whoscored 5.9.

ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში 26 შეხვედრაში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 დაპირისპირებაში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, ზედიზედ მეოთხედ ითამაშა ფრედ, 30 ქულით მეექვსე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 31 იანვარს, ევროპა ლიგაზე სახლში „ლუდოგორეცთან“ ჩაატარებს.

ნანტი. „ბოჟუარი“

ნანტი - ლიონი 1:1
გოლები: 0:1 ნუამა (10), 1:1 მოჰამედი (90)

altL'Équipe: მიქაუტაძე და ლაკაზეტი "ნანტს" პირველივე წუთებიდან ერთად შეუტევენ

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიქაუტაძე ცვლილების კაცი არ არის ერთხელ მახსოვს მარტო შემოვიდა და გაიტანა, ნაკრებშიც მასეა რომ შემოდის გოლს ვერ იტანს, თან ეგ რომ შემოყავს ლიონი უკან იხევს და აღარ უტევს ფაქტიურად, თავიდანვე უნდა ათამაშოს ლაკაზეტთან ერთად.
Givi
12:51 27-01-2025
0
სრულიად ბუნებრივი იყო,საპასუხო გოლი რომ გაუშვეს.ფეხბურთის თამაშზე უარი თქვეს და ბურთის დაჭერა,ტემპის დაგდებით სცადეს.ბოლო წუთებში ისეთი დიდი სხვაობა იყო,ნანტის და ლიონის ფეხბურთელების გადაადგილების სისწრაფეებში,რომ გოლის გაშვება,მხოლოდ დროის საკითხი იყო და ბოლოს,მეკარეს რომ არ ევაჟკაცა,წააგებდნენ კიდეც.თანაც დამსახურებულად.
სოსო
23:21 26-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული