კოშმარი - მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის ოცდამეერთე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:7 დამარცხდა.

ამ მატჩზე სასაუბრო ბევრი არაფერია, რამეთუ ყველაფერზე ანგარიში მეტყველებს. მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. „ღამურების“ დაცვის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კი მესამე გოლისას გამოსვლაზე დაუშვა შეცდომა.

შესვენების შემდეგ უგო დურომ სხვაობა შეამცირა, თუმცა ცოტა ხანში შეცვლაზე შესულმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, მერე ტარეგამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

„ვალენსია“ 16 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და 2 თებერვალს „სელტას“ უმასპინძლებს.

სხვათა შორის,
"ვალენსია" "ბარსას" 7 თებერვალს, თასის მეოთხედფინალში "მესტალიაზე" ეთამაშება და იქნებ ერთგვარი რევანში ვიხილოთ...

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“. 45 312 მაყურებელი
ბარსელონა - ვალენსია 7:1
გოლები: 1:0 დე იონგი (3), 2:0 ფერან ტორესი (8), 3:0 რაფინია (14), 4:0 ფერან ტორესი (24), 5:0 ლოპესი (45+4), 5:1 დურო (59), 6:1 ლევანდოვსკი (66), 7:1 ტარეგა (75, საკ. კარში)

altმამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ვალენსიამ" როგორც იქნა გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 34 /
ეს ის შემთხვევაა,როცა მეკარეს თანაგრძნობა უნდა გამოუცხადო,მკვდარი თანაგუნდელების გამო!სხვათა შორის,ბარსელონას მეკარე,შჩესნი,ასეც მოიქცა და გაამხნევა მამარდა,უნდა გამაგრდე და ბოლომდე გაუძლოვო!7 გოლი გაუტანეს,შვიდიდან ყველა საჯარიმოს შიგნიდან და ყველა დარტყმა ისე განხორციელდა,რომ გოლის გამტანს,ხელს არავინ უშლიდა!მთელ თამაშში,22-ჯერ დაურტყეს,ვალენსია 11-ჯერ დაჯარიმდა და მხოლოდ ერთი გაფრთხილება მიიღო!რა ბრძოლაზეა ლაპარაკი?ბარსელონას ფეხბურთელი კი არა,მეთერთმეტე კაცად მეც რომ დავეყენებინე,ერთ გოლს მეც გამატანინებდნენ,ბარსელონას დანარჩენი ფეხბურთელები.მესამე გოლზე არ უნდა გამოსულიყოვო!-არ გამოვიდოდა და პირდაპირ კარისაკენ გაიგდებდა ბურთს,რაფინია!გამოვიდა,აიძულა ბურთი მარჯვნივ გაეგდო და ტექნიკურად თუ ვერ ითამაშებდა,შეიძლება ძლიერად მოსვლოდა და შორს გაჰქცეოდა,ან კიდევ მცველებს მოესწროთ,კარის გადაკეტვა.რაფინიას შანსები შეუმცირა,მაგრამ რაც დარჩა,ისიც საკმარისი გამოდგა,რაფინიასათვის.ლევანდოვსკის გოლზე კი,საპირისპირო მოძრაობაზე,ბილიარდის დარტყმასავით შეაცურა,ძელის ძირში.უზუსტესი დარტყმა იყო და მამარდას შანსი,მანდაც ნულს უახლოვდებოდა.ვიღაცა წერს,მის შეფასებას შეხედეთო,კარში 7 გოლი რომ გავა,იმ მეკარეს მაღალ შეფასებას არავინ დაუწერს,მაგრამ ფეხბურთის მცოდნე,მეკარის კლასს ამის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და არც აყენებს.მსოფლიოს უძვირესი მეკარეა და ვინც მათ ფასს ადებს,ისინი თქვენზე კარგად ერკვევიან ფეხბურთში.ფეხბურთის არ ცოდნა,დიდი ცოდვა არ არის,ზოგმა მეტი იცის,ზოგმა ნაკლები და ამის მიხედვით მსჯელობს,როგორც ესმის,მაგრამ ამდენი პოსტია და აქედან ძალიან ბევრი,გულშემატკივარის კი არა,ჩასაფრებული მტრის პოზიციიდან წერს,თავის დამამცირებელ პოსტებს.საკუთარი ქვეყანა,შენი ქვეყნის შვილი,მსოფლიოში საუკეთესოთა რიგებში რომ დგას,ასე რატომ უნდა გძულდეს და ასე რატომ უნდა ამცირებდე,ეს ვერ გამიგია!მამარდა პირველი ხომ არ არის,ვინც კი თავი გამოიჩინა,ყველას რაღაცა დააბრალეს,სიძულვილი,ზიზღი,ტალახი შეასხეს და თქვენი ქვეყნის ყველაფერი საუკეთესო თუ გძულთ,მაშინ თქვენ ვინ ხართ,ამაზე ფიქრობთ?ფიქრი,ბევრი თქვენგანის ბუნებრივი თვისება არ არის,მაგრამ თუ შეეცდებით,იქნებ მიეჩვიოთ კიდეც.იმას მაინც ხომ უნდა მიხვდეთ,რომ შენ თუ შენი არ გიყვარს,სხვა უფრო მეტად არც შენ შეგიყვარებს და არც იმას,რომელიც შენია,მაგრამ შენ არ გიყვარს.
სოსო
14:05 28-01-2025
1
მამარდას აქვს ერთი უდიდესი თვისება - ჩავარდნის (თანაც ამ შემთხვევაში, უფრო გუნდური, ვიდრე ინდივიდუალური) შემდეგ მეორე მატჩშივე აგრძელებს მისი დონის ჩვენებას. ფსიქოლოგიურად არს უმაღლეს დონეზე მომზადებული. ზოგი მეკარე რომ არის, რომ ეტყობათ შფოთი ჩავრდნის შემდეგ მატჩებში, მამარდა ასეთი არ არის. ამიტომაც არის მეკარეების უმაღლეს ლიგაში.
ქუთაისელი
17:51 27-01-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული