ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "შტუტგარტთან" მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა:
"ჩვენი მეტოქე კარგად თამაშობს. მშვიდად და შეხვედრისთვის მზად ვართ. ტურნირის ახალმა ფორმატმა სიურპრიზები შემოგვთავაზა. ყოველთვის ეფექტურები ვერ ვიყავით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა საშინაო დაპირისპირებაში გამარჯვებას ვიმსახურებდით. ეს "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში შესამჩნევი იყო.
პლეი-ოფში გასასვლელად ფრე ხელს გვაძლევს, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავალთ. გვინდა ყოველ ეტაპზე წინ წავიწიოთ, ამისათვის კონკურენცია გვჭირდება, რაც მნიშვნელოვანია. კლუბის ხელმძღვანელობა ხელს მიწყობს. საუკეთესო გუნდის შექმნა მსურს.
"სიტის" დამარცხების შემდეგ ეიფორიაში არ ჩავვარდით, რადგან ჯერ
ვის დავაყენებ ნუნუ მენდეშის ნაცვლად? სხვადასხვა ვარიანტები მაქვს".