ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი "იბერია 1999"-დან პორტუგალიის "ფამალიკაოში" გადავიდა.

პრიმეირა ლიგის კლუბმა ოთარ მამაგეიშვილს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

ოთარმა განაცხადა, რომ კლუბის პროექტმა მის არჩევანში გადამწყვეტი როლი ითამაშა და კარიერული წინსვლისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა.

"ფამალიკაო" 19 ტურის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატში 21 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 1-ელ თებერვალს სტუმრად "ბოავიშტას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამათი პრეზიდენტი იქადნებოდა რამოდენიმე დღის წინ ევრო თასის ჯგუფში უნდა შევიდეთო, მის მერე ნახევარი გუნდი გაუშვა. ნუ პრინციპში რა აზრი აქვს ამათ წარმატებას ან წარუმატებლობას? გულშემატკივარი ამათ არ ყავთ. 50 კაცი დადის ამათ თამაშებზე, ისიც ფეხბურთელების ახლობლები.
2
პორტუგალიის 4-5 მოწინავე გუნდის გარდა დანარჩენები არიან ერთნაირი უხეში და უინტერესო ფეხბურთი. ტრამპლინად გამოდგება თუ არა, ვერ გეტყვით, ცოტა სათუო თემაა. აგერ ებრალიძე გვყავდა პორტუგალიაში, ისე ჩაიარა მისმა კარიერამ, არც არაფერს მიაღწია, ნუ მეტნაკლებად ნორმალური ხელფასი ჰქონდა, სამსახურის პონტში - კი ბატონო, მაგრამ ამას მიღწევები თუ ქვია, რავი
ცოფიანი სპილო
21:05 30-01-2025
0

სიახლეები პოპულარული