"რაიმე სიგიჟე უნდა მოხდეს, მამარდაშვილმა ალისონი ამოაგდოს" - პრემიერ ლიგაში მოთამაშე ყოფილმა მეკარემ ქართველის "ლივერპულში" ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
ნიდერლანდელმა მეკარე მიშელ ვორმმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2019 წელს ჩამოჰკიდა, Sports Mole-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ლივერპულში" გიორგი მამარდაშვილისა და ალისონ ბეკერის შესაძლო პირველ ნომრობაზე ისაუბრა.

ვეტერანმა კიპერმა აღნიშნა, რომ მისთვის პირველი ნომერი ბრაზილიელია და ამაზე კითხვაც არაა საჭირო. ინფორმაციისთვის, ვორმი წლების განმავლობაში "ტოტენჰემის" მეორე მეკარე იყო, იქამდე კი "სუონსიში" და "უტრეხტშიც" ასპარეზობდა. 

"ჩემთვის მამარდაშვილსა და ალისონს შორის პირველ ნომრობისთვის ბრძოლაში საუკეთესო ბრაზილიელი იქნება და ამაზე კითხვაც არ მიჩნდება, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია და ეს ყველაფერი როგორც პრემიერ ლიგაში,
ასევე ეროვნულ ნაკრებში დაადასტურა. 

ცხადია, მამარდაშვილი რიგ მატჩებში იასპარეზებს, მაგრამ ალისონს "მერსისაიდულ" გრანდში" ძალიან დიდი დამსახურება აქვს. რაიმე გიჟური უნდა მოხდეს, რომ მამარდაშვილი ალისონსთან შემდეგ სეზონში პირველი ნომერი გახდეს", - თქვა ვორმმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
40 მილიონიან მეკარეს სკამზე არავინ დასვავს, რადგან სკა,ზე ჯდომა ფორმის დაკარგვაა და აბა ლივერპულს როგორ მოაწყობს ასეთი ვარიანტი? ამიტომ ვფიქრობ იჯარით გაუშვებენ მაგარ გუნდში
ჟორა
22:57 01-02-2025
0
ამხელა ფული მეკარეში გადაიხადო და სკამზე დასვა რაღაც უაზრობად მიმაჩნია, არც მამარდა იქნება თანახმა სეზონზე 5-6 მატჩი ჩაატაროს მხოლოდ, იმის იმედად ყოფნაც არა ღირს რომ ალისონი ტრამვას მიიღებს და შანსი მიეცემა, როგორც ვალენსიაში მოხდა. ლივერპული თუ სამომავლოდ უყურებს გიოს მაშინ იჯარით უნდა გაუშვას ისეთ გუნდში სადაც უპირობოდ პირველი კიპერი იქნება, მამარდასთვისაც და ჩვენი ნაკრებისთვისაც სკამზე ჯდომას, კარებში დგომა სჯობია, მოკლედ მოთმინება და მუშაობა მართებს გიოს.
მამუკა
17:21 01-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული