ხვიჩას გამოუყენებელი შანსი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ბრესტს" 1:0 ამარცხებს

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეოცე ტურში პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ „ბრესტს“ 1:0 ამარცხებს.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ქართველმა დებიუტში დემბელე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მას გატანა მეკარე ბიზოტმა არ დაანება. შემდეგ ხვიჩას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. ცოტა ხანში ბარკოლამ ვერ გამოიყენა მომენტი. მერე კი ბარკოლას პასით „პარი სენ ჟერმენი“ დემბელემ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა. სტუმრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ, მეკარე დონარუმამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

ბრესტი. „სტად
ფრანსის ლე ბლე“

ბრესტი - პსჟ
გოლი: დემბელე (29)

მკითხველის კომენტარები / 7 /
კიდე 1-2 ასეთი თამაში და სკამზე მოჯდება ლიგა 1ში. არაფერს ვამბობ რო ლიგაზე დუე ითამაშებს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
21:02 01-02-2025
31
მოკლედ რა სულწასულია ზოგიერთი. ჩასაფრებული პოზიცია რომ უჭირავთ თან, ოღონდ მანდ სადმე ვინმეს ფეხი გადაუბრუნდეს და იქვე ჩაქოლავენ. ეგრევე გვინდა ლიგის მოგება, რვა გოლი თამაშში, თოთხმეტი ასისტი და ა.შ. აცადეთ რა მეორე მატჩია და გაიხსნება თანდათან
რაბუ
22:07 01-02-2025
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული