სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ქართველმა დებიუტში დემბელე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მას გატანა მეკარე ბიზოტმა არ დაანება. შემდეგ ხვიჩას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. ცოტა ხანში ბარკოლამ ვერ გამოიყენა მომენტი. მერე კი ბარკოლას პასით „პარი სენ ჟერმენი“ დემბელემ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა. სტუმრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ, მეკარე დონარუმამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ დელ კასტილიომ ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში ნდიაემ წააქცია, მაინც მოახერხა დარტყმა, ბურთი ბიზოტმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე დემბელემ გაიტანა. ხვიჩა ლუის ენრიკემ დუეთი შეცვალა, დემბელემ კი მალე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ისიც შეცვალეს. „ბრესტი“ არ დანებდა და აჟორკმა სხვაობა შეამცირა. თუმცა, რამუშმა დუბლი შეასრულა და "პარი სენ ჟერმენმა" გაიმარჯვა.
პსჟ 50 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 5 თებერვალს ჩაატარებს - თასის მერვედფინალში გასვლაზე „ლე მანს“ დაუპირისპირდება.
ბრესტი. „სტად ფრანსის ლე ბლე“
ბრესტი - პსჟ 2:5
გოლები: 0:1 დემბელე (29), 1:1 დელ კასტილიო (50), 1:2 დემბელე (57), 1:3 დემბელე (62), 2:3 აჟორკი (71), 2:4 რამუში (59), 2:5 რამუში (90+7)
კვარაცხელიასა და პსჟ-ს მატჩის დღე გუნდთან, რომელსაც მალე ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდებიან!..
ეხაც ვერავინ ვერ იტყვის 3 კაცი კეტავსო ფერმერთა ლიგაა მართლა ლიგა 1 და სერიაასთან შედარებით ეს ნათლად ჩანს და აბა სად თუ არა აქ უნდა "გადახნა" ყველაფერი პრეტენზია რომ ტოპ სტარობაზე გვაქ მის მიმართ.
და თანაგუნდელები ყავსო
შეაგდებს და პასებსაც დაარიგებს ისეთ ჩემპიონატშია და გუნდში
მაგრამ ნაპოლის სადებიუტო სეზონის კვარა მე მგონი საბოლოოდ ფაფუ.