"კვარა" სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - პსჟ-მა "ბრესტს" მოუგო

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეოცე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბრესტი“ 5:2 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ქართველმა დებიუტში დემბელე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მას გატანა მეკარე ბიზოტმა არ დაანება. შემდეგ ხვიჩას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. ცოტა ხანში ბარკოლამ ვერ გამოიყენა მომენტი. მერე კი ბარკოლას პასით „პარი სენ ჟერმენი“ დემბელემ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა.სტუმრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ, მეკარე დონარუმამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების
შემდეგ დელ კასტილიომ ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში ნდიაემ წააქცია, მაინც მოახერხა დარტყმა, ბურთი ბიზოტმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე დემბელემ გაიტანა. ხვიჩა ლუის ენრიკემ დუეთი შეცვალა, დემბელემ კი მალე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ისიც შეცვალეს. „ბრესტი“ არ დანებდა და აჟორკმა სხვაობა შეამცირა. თუმცა, რამუშმა დუბლი შეასრულა და "პარი სენ ჟერმენმა" გაიმარჯვა.

პსჟ 50 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 5 თებერვალს ჩაატარებს - თასის მერვედფინალში გასვლაზე „ლე მანს“ დაუპირისპირდება.

ბრესტი. „სტად ფრანსის ლე ბლე“
ბრესტი - პსჟ 2:5
გოლები: 0:1 დემბელე (29), 1:1 დელ კასტილიო (50), 1:2 დემბელე (57), 1:3 დემბელე (62), 2:3 აჟორკი (71), 2:4 რამუში (59), 2:5 რამუში (90+7)

altკვარაცხელიასა და პსჟ-ს მატჩის დღე გუნდთან, რომელსაც მალე ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდებიან!..

მკითხველის კომენტარები / 9 /
მოკლედ ფაქტია კვარაცხელია სერია "ა" - ში გატარებული პირველი სეზონის შემდეგ, უფრო სწორად პირველი სეზონის ბოლო პერიოდიდან (ჩემპიონთა ლიგაზე მილანთან შეხვედრები) მოყოლებული ის კვარაცხელია არაა რაც რუბინში და ნაპოლის საწყის თამაშებში იყო, იგივე ითქმის ნაკრების თამაშებზეც. რა არის მიზეზი? (ფსიქოლოგია, ოჯახური ურთიერთიბები, ფიზიკური განვითარება) ეს უნდა დაადგინოს შესაბამისმა სპეციალისტმა. მაგრამ მანამდე თვითონ უნდა მიხვდეს რომ ეს პრობლემა დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვარსკვლავი ჩაქრება. იმედია გარემოცვაში ყავს ისეთი ადამიანი ვინც ამას მიახვედრებს.
ნიკა
00:00 02-02-2025
3
რატომღაც მჯერა,რომ კვარა ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალიდან ძლიერ გუნდთან გაიბრწყინებს.1/16 მის გარეშეც მოიგებენ.
ALONZO
23:55 01-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული