02:01 02-02-2025
დავითაშვილის მეშვიდე გოლი - კაცნაკლული "სენტ-ეტიენი" "ლილთან" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
სტუმრები ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა - ცენტრში ბურთი რემი კაბელას აართვა, დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, წააქციეს და მოპოვებული პენალტი თავად უზადოდ შეასრულა. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე ტაიმში თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს. შესვენების შემდეგ ბატუბინსიკა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს და „სენტ-ეტიენი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. თუმცა, სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს, პირისპირ გასულ დავითაშვილს გატანა მეკარე შევალიემ არ დაანება. მერე აქტიურ ქართველს გუდმუნდსონი ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. აქედან მოყოლებული „ლილი“ უპირატესობას დაეუფლა, კიდევ სამჯერ დალაშქრა ლარსონერის კარი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ზურიკო 87-ე წუთზე შეცვალეს და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 7.3, flashscore 7.1, whoscored 6.9. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 19 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე პასია.
„სენტ-ეტიენი“ ამ მომენტისთვის 18 ქულით მე-15 ადგილზეა და 9 თებერვალს „რენს“ უმასპინძლებს.
ლილი. „პიერ მორუა“
ლილი - სენტ-ეტიენი 4:1
გოლები: 0:1 დავითაშვილი (6, პენ), 1:1 დევისი (32, პენ), 2:1 სახრაუი (63), 3:1 გუდმუნდსონი (72), 4:1 სახრაუი (78)
გაძევება: ბატუბინსიკა (48, სენტ-ეტიენი)
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
7 გოლი უკვე სერიოზული შედეგია! მახსოვს ბორდოში ახალ ჩასულს თამაში რო არ მისდიოდა მამამისმა თქვა, მარტო მე ვიცი რამდენს შრომობს და ამიტომ მწყდება გული პირადი სტატისტიკა ცუდი რომ აქვსო. შრომამ გამოიღო შედეგი და დღეს ზუკას ძალიან სერიოზული შედეგები აქვს! თუ სეზონის ბოლომდე ასე გააგრძელა და 15 გოლამდე ავიდა, ფასი გაუორმაგდება და დაახლოებით ჟორჟის დონის (ანუ უმაღლესი დონის) ფეხბურთელად იქცევა რომელსაც უკვე დიდი კლუბები დაუძახებენ! ყოჩაღ ზუკა, მთავარია არ გაჩერდე ძმაო
3
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული