ფონსეკამ მიქაუტაძეს 11 წუთი აკმარა - "ლიონი" "მარსელთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეოცე ტურში „ლიონი“ გასვლაზე მეორეადგილოსან „მარსელთან“ 2:3 დამარცხდა

სტუმართა გუნდის ახალმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და 79-ე წუთზე ალეკსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შეუშვა მოედანზე.

„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, 30 ქულით მე-7 პოზიციაზეა და 9 თებერვალს „რეიმსს“ უმასპინძლებს.

მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - ლიონი 3:2
გოლები: 0:1 ტოლისო (53), 1:1 გრინვუდი (61), 2:1 რაბიო (64), 2:2 ლაკაზეტი (72, პენ), 3:2 ლუის ენრიკე (85)

altმიქაუტაძის თანაგუნდელი "დორტმუნდში" გადადის

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ბებერ ლაკაზეტის ხო იმენა შ... რა! დაბერდა ხო ხედავთ აღარ არის ძველი ლაკაზეტი დასვით სკამზე ან გაუშვით.. ბომბარდირი ამ დაქცეულ ლიონში არის ერთი კაცი ჟორჟიკა.. ან გაუშვით ლალიგაშიც გაქაჩავს ისეთია და იტალიაშიც
1
ბიჭი ფორმის პიკზე უნდა გასულიყო და დასვეს სკამზე ..გაყიდეთ მაინც
რატი
12:50 03-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული