"რომა" და "ემპოლი" ვერ შეთანხმდნენ - გოგლიჩიძის ტრანსფერი ჩაიშალა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ემპოლის" მცველმა საბა გოგლიჩიძემ "რომასთან" პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და კლუბების მორიგების შემთხვევაში ქართველი კარიერას "ჯალოროსიში" გააგრძელებდა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "რომა" ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს "გალათასარაის" მცველთან ვიქტორ ნელსონთან აწარმოებს, რადგან "ემპოლისთან" მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

საქმე იმაშია, რომ "მგლები" "ემპოლის" არა ტრანსფერს, არამედ იჯარით წაყვანას სთავაზობდნენ, რაზეც "ემპოლიმ" უარი განაცხადა.

აღნიშნულ ინფორმაცია "რომას" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმაც დაადასტურა.

altგოგლიჩიძე დღეს "რომას" ფეხბურთელი გახდება - კლუბები ყველაფერზე შეთანხმდნენ?

მკითხველის კომენტარები / 11 /
თავს არ დავდებ რომ ფეხბურთის უდიდესი სპეციალისტი ვარ, მაგრამ მოყვარულის დონეზე მეც რაღაც მესმის და ამ გოგლიჩიძის რომას და იუვენტუსის დონეობა ვერ დავინახე ვერაფერში. ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია.
არ მგონია მაღალ დონეზე გაქაჩოს.
ვაჟა
14:35 03-02-2025
3
გუშინდელი შეცდომის მერე ნორმალური ვინ წაიყვანს მაგას.
jeremo
14:05 03-02-2025
4

სიახლეები პოპულარული