გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა - "პერსეპოლისი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აზიის ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში „პერსეპოლისი“ გასვლაზე „ალ ჰილალთან“ 1:4 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გველესიანი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 90-ე წუთზე პენალტით გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ორი გოლია, ირანის ჩემპიონატზე კი ორჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

19-19 ქულით ლიდერები „ალ ჰილალი“ და ალ ნასრი“ არიან, „პერსეპოლისი“ 6 ქულით მეცხრე ადგილზეა, ტურნირის პირველი ეტაპის ბოლო მატჩს 17 თებერვალს საკუთარ მოედანზე რონალდოს „ალ ნასრთან“ ჩაატარებს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

ერ-რიადი. „კინგდომ არენა“
ალ ჰილალი - პერსეპოლისი 4:1
გოლები: 1:0 მალკომი (10), 2:0 კანსელო (25), 3:0 ალ დოსარი (38), 4:0 ალ დოსარი (45+1), 4:1 გველესიანი (90, პენ)

altგველესიანის გოლი 90+13-ე წუთზე - ქართველმა "პერსეპოლისს" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული