გოგლიჩიძე შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

AutoSharing Option
თურქული t24-ის ცნობით, "ემპოლის" მცველი საბა გოგლიჩიძე შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს.

გოგლიჩიძის "რომაში" ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, მის ნაცვლად "გალათასარაიდან" ვიქტორ ნელსონი იჯარით აიყვანეს და ახლა სტამბოლური კლუბი დანიელის შემცვლელად ქართველის დამატებას ცდილობს.

footitalia იტყობინება, რომ "ემპოლიმ" პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და არაა გამორიცხული წარმატებით დასრულდეს.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და "გალათასარაი" საბას გადაბირებას ბოლომდე შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
საბა დარჩი სადაც ხარ, იმუშავე უფრო მეტი საკუთარ თავზე და რომ გავარდეს ემპოლი წელს არავინ დაგტოვებს მანდ, ზაფხულში ბევრად მაღალი დონის გუნდში შეგიძლია გადახვიდე. არ გადადგა ეგ ნაბიჯი და თურქეთში არ წახვიდე, ალბათ ყველა შენი გულშემატკივარი მაგას გირჩევდა, თუმცა კარიერა შენია და შენ უნდა გადაწყვიტო რა გინდა მომავალში. წარმატებები.
ATP 16
08:56 05-02-2025
0
გალლათასარაი?! მილანს და იუვენტუსს აღარ უნდათ?! ასე უცებ გადაიფიქრეს? სტატიები იწერება ორღობის ჭორის დონეზე.
ABARA
09:58 05-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული