ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

AutoSharing Option
goal.philenews-ი The Motherwell Times-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თემურ ქეცბაია, რომელმაც სექტემბერში კვიპროსის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა, შეიძლება შოტლანდიურ „მოზერუელს“ ჩაუდგეს სათავეში.

გასულ კვირაში გადადგა „მოზერუელის“ თავკაცი სტიუარტ კეტლუელი, მისი შეცვლის სურვილი გრემ არნოლდს, სტივენ ნეისმიტს, რაიან ლოუს და თემურ ქეცბაიას აქვთ, რომელმაც კლუბს თავისი რეზიუმე გაუგზავნა. კლუბი მათ კანდიდატურებს განიხილავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„მოზერუელი“ 25 ტურის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატზე 31 ქულით მეექვსე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ჯიგარო საამაყო ქარტველო დიდება უფალს
pepe
09:02 07-02-2025
0
ბატონო თემურ, სადაც არ უნდა იმუშაოთ ყველგან წარმატებებს გისურვებთ, თქვენ ხართ დიდი პატრიოტი და ვიტყვი ჯიგარი კაცი, გენაცვალეთ ვამაყობთ თქვენით,
იბერიელი
10:51 06-02-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული