"ფეიენოორდმა" "მილანთან" ფრეს მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, „ფეიენოორდი“ სტუმრად „მილანს“ დაუზავდა (1:1) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი შეხვედრა „ფეიენოორდს“ როტერდამში 1:0 ჰქონდა მოგებული. სახლში "მილანი" პირველივე წუთზე მექსიკელმა სანტიაგო ხიმენესმა დააწინაურა, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში „ფეიენოორდში“ თამაშობდა. 51-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მცველმა თეო ერნანდესმა და „როსონერი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რის შემდეგაც ხულიან კარანსამ თავურით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს მერვედფინალის საგზური მოუპოვა.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ფეიენოორდი 1:1
გოლები: 1:0 ხიმენესი (1), 1:1 კარანსა (73)
გაძევება: ერნანდესი
(51, მილანი), რიდი (90+7, ფეიენოორდი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული