ლუის ენრიკე: კვარაცხელიათი ძალიან კმაყოფილი ვარ - არსად გვეჩქარება

AutoSharing Option
„ბრესტთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვეს კითხვა.

- ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია აქ დიდი ხნით ჩამოვიდა. კმაყოფილი ხართ მისი დებიუტით?
- დიახ, კმაყოფილი ვარ. ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. ძნელია ქვეყნის, ენის გამოცვლა, შენმა ოჯახმა ახალ გარემოში შეგუება უნდა შეძლოს. ის აქ დიდი ხანი იქნება, ჩვენ არ ვჩქარობთ და ვცდილობთ თავისი უნარებით გუნდისთვის სასარგებლო იყოს. მე ვარჯიშებზე მისი საქმისადმი დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილი ვარ. არსად გვეჩქარება, გუნდში კარგადაა ინტეგრირებული. ეს პროცესი იმდენ
ხანს გაგრძელდება, რამდენიც აუცილებელია.

altხვიჩას ლიგაზე "ნაპოლისთან" ერთად მოპოვებული შედეგების გაუმჯობესება სურს - ახლა ბარკოლა დაისვენებს...

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეჰ რამდენი მზე ცხოვრობს ამ პატარა საქართველოში.
შოთა
17:53 19-02-2025
0
რა გინდათ ხვიჩასგან ვერ გავიგე.ვინმეს ვალი აქვს და არ გაძლევთ?ან ჩადეთ რამე შრომა მის წარმატებებში და არ გიფასებთ? ვთქვათ და ხვიჩამ მაღალი ხელფასის დანიშვნის შემდეგ ჩათვალა,რომ მიზანს მიაღწია და აღარ სურს სპორტული წარმატებები.ეს ვინმეს გაძლევთ უფლებას მასზე დაბოღმილმა ისაუბროთ? კაცმა თავის საქმის თვითონ იცის,ყველამ თავის მამიდას მიხედოს.ჩაქვესკნელებული ქართული ფეხბურთი წუმპედან ამოიყვანა,ქართველ ბავშვებს მესის და როლანდოს მაისურები გახადა და თავისი გვარით დამშვენებული ჩააცვა-მარტო ამიტომ არის ეს ბიჭი დასაფასებელი და პატივსაცემი.ეხლა თუ ისე ვერ დაფრინავს როგორც "ნაპოლიში"-არა უშავს,სპორტი ასეა-ხან ხარ ფორმაში,ხან ვერა.დაველოდოთ და"კვარა" კიდევ ბევრ სიხარულს გვაჩუქებს.
ენძო
17:17 19-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული