მანა: თითქმის დაგვაშანტაჟეს - კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა

AutoSharing Option
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ჩვენ მადლობლები ვართ ხვიჩას მიმართ ყველაფერ იმისათვის, რაც ამ წლების განმავლობაში გააკეთა. რთული სიტუაციის გამოსწორებას შევეცადეთ, მაგრამ იძულებული გავხდით იანვარში გაგვეყიდა. ვერ ვიტყვი, რომ დაგვაშანტჟეს, თუმცა - თითქმის. „კვარა“ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა. მძიმე წლის შემდეგ მისი დაკარგვა არ გვინდოდა, ჩვენთვის შესაძლებელი მაქსიმალური ანაზღაურება შევთავაზეთ, რაზეც ვერ დავითანხმეთ. როდესაც ადამიანს წასვლა უნდა, გადარწმუნება რთულია. ცდა შეიძლება, მაგრამ რატომ უნდა დააკავო, როდესაც აქ ყოფნა არ უნდა? მნიშვნელოვანი მოთამაშე
დავკარგეთ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გასულ წლებში უნდა გვემუშავა. ეს შედეგებისგან დაგვიცავდა. ძალით ვერავის ვერაფერს აიძულებ. ეს მომავალში გასათვალისწინებელია.

ვეცადეთ მისი შემცვლელი მოგვეძებნა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება ძნელია, ზოგიერთი კი ჩვენს ფასეულობებს არ შეესაბამებოდა, განსაკუთრებით ხელფასის საკითხში.

alt"საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია" - მიქაუტაძემ კვარაცხელია შეაქო

altLe Parisien: "კვარამ" ჯერ თავი იმიჯი ვერ დაადასტურა და ადატაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება

altრა არის კვარაცხელიას "მაქსიმალური მცდელობა" და "საჭიროება" - კერძი, რომელსაც თანამედროვე ინგრედიენტები შესძინეს...

მკითხველის კომენტარები / 19 /
ახლა მთელი წელი ამათზე უნდა იყოს საუბარი,არ მოგბეზრდათ? ნაპოლი უკვე ჩვენი საქმე აღარ არის,არც მათი წუწუნი არის საინტერესო
იასონას უდარი
18:31 06-02-2025
0
მაისამდე მთელი წელი, დე ლაურენტისი მუდამ ხაზგასმით აღნიშნავდა,რომ კონტრაქტი 2027 წლამდეა და სალაპარაკოც არაფერიაო,სხვადასხვა საბაბით ჯუღელთან მოლაპარაკებებს თავიდან ირიდებდა და მხოლოდ ზაფხულში დაიწყო ლაპარაკი,ხელფასის გაორმაგებაზე,თანაც თითქოს წყალობას აძლევდა,ისეთი ტონით.ოსიმენს იძულებით,11 მილიონი დაუნიშნა და მაინც გაექცა!ზელინსკის ხელფასის დაკლება მოსთხოვა,საჩემპიონო სეზონის შენდეგ,ლოზანო გაექცა,კიმიც ულაპარაკოდ გაყიდა!საჩემპიონო სეზონში,გუნდმა დაახლოებით 56 მილიონის სუფთა მოგება ნახა და ჩემპიონ შემადგენლობას,დაუფასა კი არა,პირიქით,ყველა ლიდერი,ამა თუ იმ ფორმით დაამცირა,ან მოიშორა.მერე კი,ისეთი მწვრთნელები მოუყვანა,ყველაფრის დანგრევა და ფეხბურთელებზე ზეწოლა რომ დაიწყეს.მანა პატიოსნად ამბობს,რომ ხვიჩასთან მოლაპარაკება,დიდი ხნით ადრე უნდა დაეწყოთ და ღირსეული ხელფასი შეეთავაზებინათ,ხელების გადაგრეხვის ნაცვლად.ნაპოლის სისტემიდან ის მგონი პირველია,რომელიც არაპირდაპირ,მაგრამ მაინც ამბობს,რომ ხვიჩასთან ნაპოლი ტყუოდა.ვფიქრობ, თანდათან სხვებიც ალაპარაკდებიან.
პსჟმ 9 მილიონი დაუნიშნა ხელფასად და მიუხედავად იმისა,რომ პირველი სამი თამაში,ხვიჩას სტანდარტებით მაღალი დონისა არ გამოვიდა,ვარჯიშებზე მის კლასს,თანაგუნდელები,სხვებზე უფრო მაღალად აფასებენ და საეჭვოდ არ ხდიან,რომ ამ ხელფასს იმსახურებს.ხდება ხოლმე,როცა ძალიან მაღალი კლასისი ფეხბურთელი,გუნდს ვერ შეეწყობა,ან გვიან შეეწყობა,მაგრამ ამის გამო,მის კლასს არავინ დააყენებს ეჭვის ქვეშ.ამას სპეციალისტებზე ვამბობ,თორემ ბევრი უბრალო მაყურებელი,ბევრ რამეს ვერ ამჩნევს მოედანზე და მხოლოდ გატანილი გოლებით,ან საგოლე პასებით აფასებს ფეხბურთელს,მერე კი,შეფასებებს არიგებს,ის ნულია,ეს მაგარია,ის ასეთია,ეს კი,ისეთია!მეც,ისევე როგორც ყველა გულშემატკივარს,მიმაჩნია,რომ ფეხბურთში ცოტა რამე მაინც გამეგება,მაგრამ როცა საფეხბურთო,ან სარაგბო გადაცემებში მიწვეული სპეციალისტები დაიწყებენ თამაშის გარჩევას,იქ უკვე ვხვდები, რომ მართლაც ძალიან ცოტა რამე გამეგება და თუ ყურადღებით კითხულობთ ჩემს პოსტებს,შეამჩნევდით,რომ ყოველთვის ვერიდები სპორტსმენის რადიკალურ შეფასებას,მით უფრო უარყოფითი კუთხით.არც ვინმეს ცაში აფრენაა კარგი,მაგრამ ადამიანისათვის უსამართლოდ ლაფის შესხმა,მისთვის ძალიან ძნელი ასატანია და ყოველგვარი ენთუზიაზმის მოკვლა შეუძლია მასში.ამიტომ გთხოვთ,იყავით ზომიერები ქებაში და განსაკუთრებით კრიტიკაში,უყურეთ სპორტულ პოდკასტებს და აიმაღლეთ თქვენი ცოდნის დონე.როცა განწყობით კი არა,არგუმენტით გამთქვავ შენს მიდგომას და ასევე არგუმენტით გიპირისპირდებიან,დაპირისპირება და გაღიზიანება კლებულობს და პატივისცემა ჩნდება.დარწმუნებული ვარ,მაშინ ამ საიტზეც საგრძნობლად დათბება ატმოსფერო და დამოკიდებულებები,აქ შემომსვლელებს შორის.
სოსო
18:15 06-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული