მანა: თითქმის დაგვაშანტაჟეს - კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა

AutoSharing Option
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ჩვენ მადლობლები ვართ ხვიჩას მიმართ ყველაფერ იმისათვის, რაც ამ წლების განმავლობაში გააკეთა. რთული სიტუაციის გამოსწორებას შევეცადეთ, მაგრამ იძულებული გავხდით იანვარში გაგვეყიდა. ვერ ვიტყვი, რომ დაგვაშანტჟეს, თუმცა - თითქმის. „კვარა“ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა. მძიმე წლის შემდეგ მისი დაკარგვა არ გვინდოდა, ჩვენთვის შესაძლებელი მაქსიმალური ანაზღაურება შევთავაზეთ, რაზეც ვერ დავითანხმეთ. როდესაც ადამიანს წასვლა უნდა, გადარწმუნება რთულია. ცდა შეიძლება, მაგრამ რატომ უნდა დააკავო, როდესაც აქ ყოფნა არ უნდა? მნიშვნელოვანი მოთამაშე
დავკარგეთ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გასულ წლებში უნდა გვემუშავა. ეს შედეგებისგან დაგვიცავდა. ძალით ვერავის ვერაფერს აიძულებ. ეს მომავალში გასათვალისწინებელია.

ვეცადეთ მისი შემცვლელი მოგვეძებნა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება ძნელია, ზოგიერთი კი ჩვენს ფასეულობებს არ შეესაბამებოდა, განსაკუთრებით ხელფასის საკითხში.

alt"საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია" - მიქაუტაძემ კვარაცხელია შეაქო

altLe Parisien: "კვარამ" ჯერ თავი იმიჯი ვერ დაადასტურა და ადატაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება

altრა არის კვარაცხელიას "მაქსიმალური მცდელობა" და "საჭიროება" - კერძი, რომელსაც თანამედროვე ინგრედიენტები შესძინეს...

მკითხველის კომენტარები / 22 /
საინტერესოა , თავის ,,მართლება "ნაპოლს მერამდენედ დასჭირდება კიდევ ხვიჩას მიმართ ?,.... მთავარი ერთია ,--მოახლოვდა სკუდეტოს აღების პერიოდი შედეგი დღევანდელი გადმოსახედიდან ასეთია ნაპოლი 54ქულა და იუვენტუსი -51,თან ერთი თამაშით ნაკლები ვიდრე ნაპოლს ,დიდი ალბათობაა რომ იუვენტუსმა ,,გაასწოროს ან გაუთანაბროს ქულათა რაოდენობა , ამიტომაც თავის დაზღვევის მიზნით ,,არ ივიწყებენ კვარას", და რომ დაკარგონ სკუდეტო სათქმელი ხალხის და ნაპოლის წინაშე ისევ კვარას ,დადანაშაულებაა".,ყველაზე მარტივი ,,გამოსავალი მათთვის❗ .(.სამწუხაროა , ასეთი მიდგომა უდიდესი ახალგაზრდა და ტალანტი ფეხბურთელის კვარას მიმართ,რადგან ეს პირიქით გულგატეხილობას იწვევს სხვა ფეხბურთელთა მიმართ , იქ,სადაც კვარას დონის ფეხბურთელს ასე მოექცნენ იგივე ხალხი, არა მგონია უკეთეს მომავალს უმზადებდეს სხვას......)
მაია ჯაფარიძე
11:41 07-02-2025
1
ახლა მთელი წელი ამათზე უნდა იყოს საუბარი,არ მოგბეზრდათ? ნაპოლი უკვე ჩვენი საქმე აღარ არის,არც მათი წუწუნი არის საინტერესო
იასონას უდარი
18:31 06-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული