მანა: თითქმის დაგვაშანტაჟეს - კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა

AutoSharing Option
„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ჩვენ მადლობლები ვართ ხვიჩას მიმართ ყველაფერ იმისათვის, რაც ამ წლების განმავლობაში გააკეთა. რთული სიტუაციის გამოსწორებას შევეცადეთ, მაგრამ იძულებული გავხდით იანვარში გაგვეყიდა. ვერ ვიტყვი, რომ დაგვაშანტჟეს, თუმცა - თითქმის. „კვარა“ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა. მძიმე წლის შემდეგ მისი დაკარგვა არ გვინდოდა, ჩვენთვის შესაძლებელი მაქსიმალური ანაზღაურება შევთავაზეთ, რაზეც ვერ დავითანხმეთ. როდესაც ადამიანს წასვლა უნდა, გადარწმუნება რთულია. ცდა შეიძლება, მაგრამ რატომ უნდა დააკავო, როდესაც აქ ყოფნა არ უნდა? მნიშვნელოვანი მოთამაშე
დავკარგეთ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გასულ წლებში უნდა გვემუშავა. ეს შედეგებისგან დაგვიცავდა. ძალით ვერავის ვერაფერს აიძულებ. ეს მომავალში გასათვალისწინებელია.

ვეცადეთ მისი შემცვლელი მოგვეძებნა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება ძნელია, ზოგიერთი კი ჩვენს ფასეულობებს არ შეესაბამებოდა, განსაკუთრებით ხელფასის საკითხში.

alt"საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია" - მიქაუტაძემ კვარაცხელია შეაქო

altLe Parisien: "კვარამ" ჯერ თავი იმიჯი ვერ დაადასტურა და ადატაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება

altრა არის კვარაცხელიას "მაქსიმალური მცდელობა" და "საჭიროება" - კერძი, რომელსაც თანამედროვე ინგრედიენტები შესძინეს...

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც გაგიკეთათ, ჰო, და რაც არ გაგიკეთათ, მაგისთვისაც მადლობა ეკუთვნის... მორჩით ხვიჩაზე წუწუნს და საქმეს მიხედეთ, თორემ სკუდეტო კი არა, ოთხეული სანატრელი გაგიხდებათ...
დდდ
02:25 06-02-2025
0
შენ არ იძახდი კონტრაქტი 2027 წლამდე აქვსო და განახლებას არ ვჩქარობთო წუწურაქებო….!
ობლაკი
02:20 06-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული