Le Parisien-მა "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
"პარიზიენი" პსჟ-ის "მონაკოსთან" მატჩის პრევიუში წერს, რომ "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელი ლუის ენრიკე ძირითად შემადგენლობაში შემტევ სამეულში უეჭველი დააყენებს უსმან დემბელეს და ბრედლი ბარკოლას და დასადგენია მესამის ვინაობა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ არის, თამაში სჭირდება, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში შეიძლება სუპერშემცვლელის როლით დაკმაყოფილდეს და სასტარტოში დემბელესთან და ბარკოლასთან ერთად მარჯვენა ფლანგზე დეზირე დუე იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია.

პსჟ (სასტარტო): დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ლი, ვიტინია, ნევეში, ბარკოლა, დემბელე, დუე.

სათადარიგოები: საფონოვი, ზაგე, ტაპე, ბერალდო,
კიმპემბე, ერნანდესი, ფაბიანი, მეილიუ, კვარაცხელია, რამუში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მე ვფიქრობ ლუის ენრიკე კვარას დააყენებს სასტარტოში დემბელესთან და ბარკოლასთან ერთად!
ზაზა
09:55 07-02-2025
0
მონაკო ძლიერი გუნდია ასე რომ მოსალოდნელიც იყო რო პირველ სასტავს დააყენებდნენ და დუე როცა დაიხლება და მერე შემოიყვანენ ჩვენ ბრილიანტს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
05:15 07-02-2025
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული