ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება

AutoSharing Option
UA-Футбол-ის ცნობით, "ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი რობაქიძე სინჯებზე ოდესის "ჩერნომორეცში" იმყოფება.

რობაქიძის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდის მწვრთნელი ალექსანდრე ბაბიჩი მიიღებს. "ჩერნომორეცი" 17 ტურის შემდეგ 12 ქულით უკრაინის პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მეთხუთმეტე ადგილზეა.

რობაქიძემ ეროვნული ლიგა 2-ის 40 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ადრე კი ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა. მას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 11 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პატრონი მყვარებელი არავინ გყავს ბიძია? რა გინდა გაგანია ომში.
ჯონი
23:48 07-02-2025
0
რატო გადაეკიდეთ ამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს დავიჯერო სხვა ვარიანტი არ იყო?
ტოტტი
20:12 07-02-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული