კვარაცხელია: მინდოდა, გოლი რაც შეიძლება მალე გამეტანა

AutoSharing Option
„მონაკოსთან“ მოგებულ მატჩში (4:1), ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ DAZN-თან კომენტარი გააკეთა:

„საუკეთესო გრძნობაა გაიტანო ასეთი წარმოუდგენელი გულშემატკივრების წინაშე. ეს საოცარია, აქ ყოფნით ძალიან გახარებული ვარ. მინდოდა, გოლი რაც შეიძლება მალე გამეტანა. ამისათვის ბევრს ვვარჯიშობდი და მუშაობა უნდა გავაგრძელო, რათა ამ გუნდისთვის მეტი გავიტანო. ყველამ კარგად მიმიღო, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ“.

altროგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?

altესეც ხვიჩას ნანატრი გოლი - პსჟ-მა "მონაკოს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
მარტო მე დავინახე რომ პსჟ დაცვაში მაგრად მიქარავს? რაც მონაკოს ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს რეალი, ბარსა, ლივერპული და სხვები არ გაპატიებენ. კი მაგარი შემტევები ყავს ჩვენი ხვიჩას ჩათვლით, მარა გონნს თუ არ მოეგნენ და ასე უყურადღებოდ ითამაშეს დაცვაში, კაი დღეში არ ჩავარდებიან. დაცვას მიხედე ხვედელიძე (ლუის ენრიკე) დაცვას!!!
ქორ-პარიკმახერი
20:49 08-02-2025
0
ხომ უნიჭიერესი ფეხბურთელია და ქართული ფეხბურთის იმედი, მაგრამ რაოდენ სასიხარულოა, რომ როგორც პიროვნებაც საამაყოა.

ერთ ფაქტს მოვყვები. ჩემს პატარა ბიჭს, რომელიც დინამოს აკადემიაში ვარჯიშობს, დაბადების დღე მიულოცა. გაგიჟდა სიხარულისგან ბიჭი, კვარა ხომ ყველა დამწყები ფეხბურთელისთვის შთაგონების წყაროა.

საერთო ნაცნობის მეშვეობით მოხდა დაკავშირება, მან კი თავისუფალი დრო გამონახა და მისთვის სრულიად უცნობ ბიჭს, რომელიც დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებობს დაბადების დღე მიულოცა.

იხაროს და იმრავლოს შენმა ოჯახმა კარგო ადამიანო!!
გიგა
15:57 08-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული