![](https://sportall.ge/pictures/image5/8ad4d5b7a86f0717bc04bc61539b1665.jpeg)
სერია A-ს ოცდამესამე ტურში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „მილანთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე, რომლის „რომაში“ ტრანსფერი ჩაიშალა, ტრავმირებული მატია ვიტის ნაცვლად 28-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - შეფასებები: sofascore 6.6, flashscore 6.5, whoscored 6.3.
„ემპოლი“ ჯერჯერობით 21 ქულით მეჩვიდმეტე ადგილზეა და 16 თებერვალს სტუმრად „უდინეზეს“ შეხვდება.
ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - მილანი 0:2
გოლები: 0:1 ლეაო (68), 0:2 ხიმენესი (76)
გაძევება: ტომორი (55, მილანი), მარიანუჩი (65, ემპოლი)